„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერზე გარიგდნენ — თანხა, რომელსაც ინგლისური კლუბი ესპანურს გადაუხდის 17,8 ფუნტის ანუ 20 მილიონი ევროს ტოლია. „დეილი მეილი“ ზუსტად ერთი თვის წერდა, რომ მანჩესტერელებს ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად 20 წლის მადრიდელი ჰყავდათ შეგულებული, რაც ახლა დადასტურდა. დე ხეა „ოლდ ტრეფორდზე“ ხუთი წლით გადავა.
მიმომხილველები წერენ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის მხრიდან ასეთი ახლგაზრდა კაცის კარში ჩაყენება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ირკვევა „იუნაიტედის“ თავკაცს ესპანელი გოლკიპერის ნიჭისა სწამს. სწორედ ამით
ფერგიუსონი დე ხეას თამაშს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. ამბობენ, რომ ამიერიდან სერ ალქსი აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეების გადაბირებაზე გააკეთებს. დღეს უკვე ცნობილია, რომ „იუნაიტედის“ თავკაცი ნანობს ვან დერ სარი 1999 წელს, „ტრებლის“ შესრულებისთანავე არ იყიდა. ფერგიუსონის ოდინდელი კონკურენტი, არსენ ვენგერი ამბობს, რომ მანჩესტერელები 40 წლის ჰოლანდიელის გარეშე დღევანდელივით ძლიერები ვერ იქნებიან. ვენგერმა თქვა:
„ვან დერ სარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის 40 წლისაა და კვლავ „იუნაიტედის“ კარს იცავს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მივა „ოლდ ტრეფორდზე“ მის ნაცვლად, ვინც არ უნდა იყოს, ვან დერ სარს ვერ შეცვლის. ჰოლანდიელის დიდი კოზირი ხომ მარტო გამოცდილება კი არა, მისი ბუნებრივი ნიჭიც იყო“.
კარიერის ბრწყინვალედ დამთავრებისთვის კი ედვინ ვან დერ სარს ამ სეზონში მართლაც საუცხოო შანსი ეძლევა. მას შეუძლია ორი ფინალი ითამაშოს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის.