შოტლანდიის პრემიერლიგაში „რეინჯერსმა“ გამოტოვებული თამაში ჩაატარა, ნიკიცა იელავიჩის მშვენიერი მაკრატელა დარტყმის წყალობით სტუმრად „აბერდინი“ დაამარცხა და „სელტიკს“ მიუახლოვდა. ახლა გლაზგოს გუნდებს თამაშების რაოდენობა ტოლი აქვთ, ქულებით კი „სელტიკია“ წინ — ორით მეტი აქვს. ხორვატმა გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, მანამდე კი „აბერდინს“ შეეძლო ორი გოლის გატანა. ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ სონე ალუკოსა და ჯოშ მეგინისს. მასპინძლებს შესვენების შემდეგაც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ „რეინჯერსის“ მეკარე ალან მაკგრეგორს ვერ აჯობეს. ეს „აბერდინის“ ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.
ქუინზ პარკის სამზადისი
ეჭვი აღარავის ეპარება, რომ „ქუინზ
ცნობისთვის: როგორც კი უბან შეფერდს ბუშის ბინადარი ძლიერების მარაქაში გაერევა, დასავლეთ ლონდონელებს შეეძლებათ ტრაბახით თავი მთელს ინგლისს მოაბეზრონ — ოციდან სამი გუნდი, „ჩელსი“, „ფულჰემი“ და „ქუინზ პარკი“ მათი რაიონიდან იქნება.
ჯონსონს, „ფულჰემის“ შემადგენლობაში, 23 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მას ფეხი სტკიოდა და დიდხანს მკურნალობდა. „ევერტონის“ ყოფილი ფორვარდი 30 წლის არის და ახლანდელ გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. „ფულჰემში“ ჯონსონი კვირაში 40 ათას ფუნტს იღებს და თუ ასეთი ჯამაგირის შემცირებას დათანხმდება, მის „ქუინზ პარკში“ გადასვლას წინ არაფერი უნდა აღუდგეს. ერთი ნაღდია, თუ ტრანსფერი შედგა, ფეხბურთელს ახალი ბინის ქირაობა არ დასჭირდება.
რაც შეეხება 32 წლის ბალარდს, იგი 32 წლისაა და „ჰალს“ „იფსვიჩში“ ჰყავს გაქირავებული. მისი ხელფასი კვირაში 45 ათასი ფუნტია.
კოულმა მომისმინეთო
„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი კარლტონ კოული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დამნაშავედ სცნო და დასჯას უპირებს, თუმცა თავად ფეხბურთელმა მისი საქმის პერსონალური გარჩევა ითხოვა. რა დააშავა კოულმა? ინგლისისა და განის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასეთი წინადადება დაწერა:
„ემიგრანტებს „უემბლის“ სტადიონისთვის ალყა დაურტყამთ. ვიცოდი, რომ ხაფანგს გვიმზადებდნენ. ჰა, ჰა, ჰა“.
ეს ნაწერი 27 წლის ფერადკანიან ინგლისელს, რომელიც იმ დღეს „უემბლიზე“ მაყურებლად იყო მისული რასიზმად ჩამოართვეს.
იმ დღეს კოულმა „ტვიტერში“ სხვაც ბევრი დაწერა. მაგალითად, განელებს უთხრა, ყოჩაღ ძმებო თქვენ აფრიკა ასახელეთო და დასძინა, „უემბლიდან“ უსაფრთხოდ რომ გასულიყავი ინგლისის ნაკრების მაისურა უნდა გცმოდა და სახეზე წმინდა გიორგის დროშა დაგეხატაო, მაგრამ იმ ერთ ნათქვამს რატომღაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.
საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ კოულს დისკვალიფიკაციას, ალბათ, არ მიუსჯიან, მაგრამ 10 ათას ფუნტს გადაახდევინებენ.