„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი კლუბის ახალი მეპატრონე სტენ კროენკისგან გარანტიას ითხოვს, ფრანგს არ უნდა, რომ ამერიკელმა ზაფხულში სესკ ფაბრეგასი გაყიდოს. მწვრთნელს 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის შესახებ ამერიკელ ბიზნესმენთან ცალკე საუბარიც კი სურს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „მეთოფეები“ ვერც ამ სეზონში მოიპოვებენ ჯილდოს. ბოლო პრიზი, რომელიც მათ აღმართეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი გახლდათ და ეს 2005 წელს მოხდა. მაისში ექვსი სეზონი შესრულდება, რაც ჩრდილოლონდონელებს აღარაფერი მოუგიათ. გაისად, ნავსის გატეხვისთვის ვენგერისთვის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი იქნება, თუმცა მას გასაყიდი ფეხბურთელებიც
რაც შეეხება „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილ ფაბრეგასს, მისი მშობლიური კლუბი „არსენალს“ ამ ზაფხულსაც მიმართავს ტრანსფერის მოთხოვნით. ამბობენ, რომ ფაბრეგასის ყიდვის სურვილი „რეალსაც“ აქვს.
და კიდევ ერთი ცნობა „არსენალთან“ დაკავშირებით: ბიზნესმენი დენი ფიზმენი, რომელმაც ორიოდ დღის წინ კროენკს თავისი აქციები, 16 პროცენტი მიჰყიდა, მძიმე სნეულების შედეგად გარდაიცვალა.