ფეხბურთელებმა დაასახელეს ფეხბურთელები

AutoSharing Option

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგისა და ქვედა დივიზიონების წლის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. რა ხდება დაბალ ეშელონებში ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, პრემიერლიგის თერთმეტეულში კი, მეტწილად, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი — შვიდი კაცი ამ ორი გუნდიდანაა. გარდა ამისა დარიგდა ინდივიდუალური პრიზებიც. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 21 წლის უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი დაასახელეს, საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო კი „მეთოფე“ 19 წლის ჯეკ უილშირს ხვდა. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამარჯვებულებს თავად ფეხბურთელები ასახელებენ.

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე პრემიერლიგის ლიდერმა
და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაიყვანა. ამ ოთხეულში არიან ვეტერანი მეკარე ედვინ ვან დერ სარი, ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი, გარემარბი ნანი და ლიგის ბობმბარდირთა ლიდერი დიმიტარ ბერბატოვი. „მეთოფეებს“ სამი წარმომადგენელი ჰყავთ: მცველი ბაქარი სანია, შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელის წოდების კანდიდატი გახლდათ, და ზემოთ ნახსენები ნახევარმცველი, უილშირი.

თერთმეტ საუკეთესოს შორის სულ ხუთი კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ. „მანჩესტერ სიტიდან“ ორია: ფორვარდი კარლოს ტევესი და ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი. „ტოტენჰემის“ ამბავი უკვე მოგახსენეთ, „ჩელსიდან“ კი პატივი ეშლი კოულს ერგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული