„ტოტენჰემისგან“ ნაქირავებმა მოთამაშემ შაბათს, „ასტონ ვილასთან“ 2:1 წაგების შემდეგ „აპტონ პარკი“ სწორედ ამ ტრანსპორტით დასტოვა. შეგახსენებთ, რომ „ჩაქუჩების“ გოლი ამ შეხვედრაში სწორედ კინმა შეაგდო.
გაზეთები წერენ, რომ კინისგან მოტოციკლის მართვა გასაოცარია, რადგან 2009 წლის ნოემბერში, როდესაც იტალიელი მეკარე კარლო კუდიჩინი მოტოციკლით ავტომობილს შეეჯახა, ის სწორედ „ტოტენჰემში“ თამაშობდა. შაბათს კინს მოტოციკლი ზედ გასახდელის კართან ეყენა. მართალია, მან დამცავი ჟილეტიც ჩაიცვა და ჩაფხუტიც დაიხურა, მაგრამ
გებიდონიც იგინება
31 წლის უელსელმა დენი გებიდონმა „ტვიტერში“ იგინა და მერე გვერდი გააუქმა. ამბობენ, რომ ინტერნეტში ცუდი სიტყვის დაწერისთვის „ვესტ ჰემის“ მცველს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დასჯის, თუმცა საქმე ჯერ გამოსაკვლევია. კერძოდ, გებიდონმა „ასტონ ვილასთან“ წაგების შემდეგ დაწერა:
„თქვენ ძალიან ბევრნი ხართ და ჩემგან „ტვიტერში“ მეტ განცხადებას ვეღარ ნახავთ“.
ალბათ, მიხვდით, რომ ფეხბურთელს სწორედ ამ წინადადებაში ჰქონდა გარეული სალანძღავი სიტყვა. ვის და რატომ მიმართა უელსელმა ასე, დასადგენია, მაგრამ გაზეთები წერენ, რომ საჯაროდ გინებისთვის, ცოტა ხნის წინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უეინ რუნი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სხვათა შორის, გებიდონს უფრო ახლო მაგალითიც ჰქონდა ცხვირწინ - ოთხი დღით ადრე, „ტვიტერში“ განის ნაკრების გულშემატკივრებზე დაწერილი „გადაბრუნებული სიტყვის“ გამო მისი თანაკლუბელი, კარლტონ კოული დასაჯეს.