ბრონძეტი ეგრეთწოდებულ სუპერაგენტთა კატეგორიაში გადის. მას მჭიდრო კონტაქტები აქვს ევროპის წამყვან კლუბებთან, მათ რიცხვში „რეალთან“, „მილანსა“ და „იუვენტუსთან“. სწორედ ამ აგენტის გაჩარხული გახლდათ 2009 წელს კაკას მილანიდან მადრიდში გადასვლის საქმე.
თუ გახსოვთ, რიჩარდსის „სიტი
ყველაზე მეტად, ბოლო პერიოდში, რიჩარდსით, თითქოს, „იუვე“ და „ბარსელონა“ იყვნენ დაინტერესებული.
ბრონძეტის პარალელურად კი რიჩარდსის ბრიტანელი მრჩეველები შიდა ბაზარზე მუშაობენ და ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაშივე ეძებენ ახალ დამქირავებელს. ინგლისურ კლუბთაგან რიჩარდსის გადაბირება „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს და მზად არის ნაკრების მცველში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. რასაკვირველია, თავად „სიტის“ ფეხბურთელის დატოვება სურს. როგორც ამბობენ, მანჩინი მისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს, 2013 წლამდე.