შეგახსენებთ, რომ ლიდერმა, სამშაბათს, ნიუკასლში ფრედ ითამაშა და მდგომარეობა თუნდაც მცირედ, მაგრამ დაიმძიმა. მანჩესტერელებს თავად მდევარმა, „არსენალმა“ უშველა, როდესაც მეორე დღეს „ტოტენჰემ ჰოთსპურთენ“ 3:1 უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ორი გილო გაუშვა და ორი ქულა დაკარგა. სამაგიეროდ, „ჩელსიმ“ „ბირმინგემს“ 3:1 მოუგო
დევიდ მოიესის „ევერტონი“ კი საჩემპიონო ბრძოლისა და ევროთასებზე გამსვლელი ადგილისგან შორს არის. ბოლო ტურში „ბლექბერნის“ 2:0 დამარცხებამ ლივერპულის გუნდი მე-7, უსაფრთხო ადგილზე დაამკვიდრა და ახლა „ოლდ ტრეფორდზე“ საბრძოლველად არის მზად. კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა იყოს შემართული? ამ გუნდების პირველი თამაში, 11 სექტემბერს ხომ 3:3 დამთავრდა. თან არ გახსოვთ, როგორ? „იუნაიტედი“ 3:1-ს იგებდა, „ევერტონმა“ კი თამაშის ბოლოს, დამატებულ წუთებში ორი გოლი შეაგდო და გაქვითა...
როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი სტუმრად ისე ვერ თამაშობს, როგორც შინ. სტატისტიკა მოვიშველიოთ: სამშაბათს, ნიუკასლში, „იუნაიტედმა“ მეცხრე სტუმრული ფრე ითამაშა, შინ კი 48 შესაძლებლიდან 46 ქულა აქვს მოპოვებული. თუმცა, საკითხს მეორე მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ: ისევე, როგორც გასულ შაბათს, ასოციაციის თასზე, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ („სიტიმ“ მოიგო 1:0), ფერგიუსონის გუნდს ნიუკასლშიც აკლდა მისთვის ჩვეული რიტმი და ინტენსივობა. არადა, ამ ორი თამაშის მერე ფორმის მშვიდად აღდგინის დრო არ იყო. და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შემდეგ სამშაბათს „იუნაიტედს“ უკვე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელის გერმანულ „შალკესთან“ (რასაც მოსდევს პრემიერლიგის მატჩი „არსენალთან“ და საპასუხო თამაში ჩემპიონთა ლიგაში), ასე რომ დღევანდელი მატჩი ფერგის შეგირდების ფორმის შესამოწმებლადაც კარგი იქნება.
მიმომხილველები ვარაუდოიბენ, რომ „იუნაიტედის“ თავკაცი „ევერტონზე“ მეტად „შალკესთან“ შეხვედრაზე ფიქრობს და, სავარაუდოდ, დღეს რიო ფერდინანდს, მაიკლ ქერიკსა და რაიან გიგზს დაასვენებს. შესაბამისად, ნემანია ვიდიჩის მხარდამხარ დაცვის ცენტრში კრის სმოლინგს ვიხილავთ. ნახევარდაცვის ცენტრში, შესაძლოა დარენ გიბსონი გამოვიდეს, ხოლო ვინ იქნება თავდასხმაში უეინ რუნის მეწვილე ჩიჩარიტო თუ დიმიტარ ბერბატოვი სანამ თამაში არ დაიწყება, ვერ გავიგებთ.
„ჩელსი“, რასაკვირველია, შეეცდება ბოლოდროინდელი წარმატებული სერია გააგრძელოს. საამისოდ, დღეს მან „ვესტ ჰემს“ უნდა სძლიოს.
„ვესტ ჰემს“, მოგეხსენებათ, საქმე ცუდად აქვს და მართალია „ჩელსიზე“ სუსტი გუნდია, თავი შეიძლება „ლურჯებზე“ მეტად დადოს. ავრამ გრანტის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში მარცხი იწვნია და 32 ქულით გასავარდნ, ბოლოსწინა ადგილზეა. „ჩაქუჩთაგან“ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეიძლება ვერ ითამაშოს სკოტ პარკერმა, რომელსაც აქილევსის მყესი ტკივა, თუმცა მისი საქმე ამ წინათქმის წერისას საბოლოოდ გადაწყვეტილი მაინც არ იყო. „ჩელსის“ ასეთივე მდგომარეობაში ჰყავს ბრაზილიელი რამირესი. და კიდევ, საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს, „ვესტ ჰემის“ კარში მაინც გაიტანს ფერნანდო ტორესი გოლს?
„ბირმინგემი“ ლივერპულში ურთულესი ამოცანის გადასაწყვეტად მიდის - რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოიპოვოს, თორემ სახიფათო ზონაში ტრიალებს. ალექს მაკლიშის გუნდმა 27 თებერვალს“ „ქარლიგის თასის“ ფინალში „არსენალის“ დამარცხების შემდეგ (სწორედ ამის მერე დაიწყო „მეთოფეთა“ საცოდაობა) ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო, მაგრამ, ბოლოხანს, თითქოს თვალებში გამოიხედა და, ახლა, მე-15 ადგილზეა. ბოლო შეხვედრაში ბირმინგემელებმა „ჩელსის“ უმასპინძლეს, მაგრამ მის სიმძლავრეს ვერ გაუძლეს. რაც შეეხება „ლივერპულს“, მისი ამბავი მოგეხსენებათ, ბოლო დროს კარგ ფორმაშია და კვირას, „არსენალთან“ გმირობაც ჩაიდინა - მსაჯის მიერ დამატებული დროის მე-12 წუთზე გაქვითა ანგარიში. თუმცა, მერსისაიდელებს ტრავმიანობა აწუხებთ: სტივენ ჯერარდი საზარდულის ტკივილის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და „არსენალთან“ შეხვედრაში ჯეიმი კარაგერი და ენდი ქეროლიც დაშავდნენ.
გვინდა გამოვყოთ „ასტონ ვილასა“ და „სტოკ სიტის“ შეხვედრაც. ამას, უპირველეს ყოვლისა იმიტომ ვაკეთებთ, რომ ბირმინგემელებს ფრანგი მწვრთნელი ჟერარ ულიე საავადმყოფოში უწევთ - მას 10 წლის წინ გულზე მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და რამდენიმე დღის წინ ტკივილები ხელახლა დაეწყო. არადა, „ვილამ“ ბოლო სამ შეხვედრაში არ წააგო და არცთუ შემაშინებელ პოზიციაზეა - 40 ქულით მე-10 ადგილი უჭირავს.
ასეა თუ ისე, ბირმინგემელები ტონი პულისის გუნდს (რომელმაც კვირას იყოჩაღა და ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა - „ბოლტონს 5:0 სძლია) მწვრთნელის გარეშე დახვდებიან. გუნდს ულიეს ასისტენტი გარი მაკალისტერი უხელმძღვანელებს.
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის და საამისოდ ყველა ღონეს იხმარს, რათა შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ დაამარცხოს. ცნობისათვის: ბოლო ტურში „ვესტ ბრომვიჩი“ „ჩელსისთან“ დამარცხდა 3:1 და ეს გახლდათ პირველი წაგება იმ 8 შეხვედრაში, რაც გუნდს სათავეში „ლივერპულიდან“ გაგდებული როი ჰოჯსონი ჩაუდგა.
„სტოკის“ მიერ თასის ნახევარფინალში 5:0 გადათელილი „ბოლტონი“ პირის მოწმენდას... „არსენალთან“ ხვალ სცდის, იმავ თასის ფინალისტი „მანჩესტერ სიტი“ კი ბლექბერნში ორშაბათს თამაშობს.
დღეს
მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი15:45
დისკვალიფიკაცია: სქოულზი, მორისონი, ბლეკეტი (მანჩ)
ტრავმა: ფლეტჩერი, ლინდეგაარდი, ჰარგრივზი - ტ. კეჰილი, ბაქსტერი, საა, არტეტა, ფელაინი
ასტონ ვილა-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტ)
ტრავმა: ფაიე, ჰიგინბოტემი, კარეუ, სიდიბე (სტოკ)
ბლექპული-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: ვუგანი, ადამი, კერნი, ბეშემი - ჰარპერი, კადარი, ბესტი, გოსლინგი, სმიტი, ბენ არფა
ლივერპული-ბირმინგემი 18:00
ტრავმა: ქეროლი, კარაგერი, აგერი, ჯონსონი, ჯერარდი - მარტინსი, ჟირანიეკი, ტეილორი, ვალესი, მაკფადენი, დანი
სანდერლენდი-უიგანი 18:00
დისკვალიფიკაცია: ფიგეროა (უიგ)
ტრავმა: გორდონი, მენსა, კემპბელი, ბრამბლი (სანდ)
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: პიენაარი, პალასიოსი, ჰატონი, კინგი, ვუდგეიტი - იბანიესი, დორანსი
ვულვერჰემპტონი-ფულჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: დოჰერტი (ვულვ)
ტრავმა: ჰანტი, ზუბარი, დოილი, მოუიოკოლო - დაფი, კამარა, სენდეროსი
ჩელსი-ვესტ ჰემი 20:30
ტრავმა: ალექსი, რამირესი - სტანისლასი, კურუჟი, პარკერი
ხვალ
ბოლტონი-არსენალი 19:00
ტრავმა: კ. დევისი, შ. დევვისი, ჰოლდენი, რიკეტსი - ფაბიანსკი, ვერმაელენი
ზეგ
ბლექბერნი-მანჩესტერ სიტი 23:00
ტრავმა: ნილსენი, ჰოილეტი, ენდრიუსი, გრელა - ტევესი, ბოატენგი, გივენი
1. მანჩესტერი 33 20 10 3 70-32 70
2. ჩელსი 33 19 7 7 61-27 64
3. არსენალი 33 18 10 5 66-34 64
4. სიტი 32 16 8 8 50-30 56
5. ტოტენჰემი 32 14 12 6 47-39 54
6. ლივერპული 33 14 7 12 46-39 49
7. ევერტონი 33 11 14 8 47-41 47
8. ბოლტონი 32 11 10 11 46-43 43
9. ნიუკასლი 33 10 10 13 48-47 40
10. ასტონ ვილა 33 10 10 13 42-54 40
11. ვესტ ბრომვიჩი 33 10 9 14 47-62 39
12. ფულჰემი 32 8 14 10 36-35 38
13. სტოკ სიტი 32 11 5 16 39-42 38
14. ბირმინგემი 33 8 14 11 34-47 38
15. სანდერლენდი 33 9 11 13 35-47 38
16. ბლექბერნი 33 9 8 16 40-54 35
17. უიგანი 33 7 13 13 32-53 34
18. ბლექპული 33 9 6 18 47-69 33
19. ვესტ ჰემი 33 7 11 15 39-58 32
20. ვულვზი 32 9 5 18 36-56 32
ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 14 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 13 - ქეროლი (ნიუკასლი); 12 - მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - დროგბა (ჩელსი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - კემპბელი (ბლექპული), დემპსი (ფულჰემი), ელმანდერი (ბოლტონი), კუიტი (ლივერპული), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).