გიბსონმა გახსნა და დახურა

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთაგან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავისი გვერდი ბოლოს 23 წლის დარონ გიბსონიმა გახსნა, მაგრამ... ორ საათში დახურა კიდეც. მიზეზი: საკუთარმა ფანებმა გინება დაუწყეს.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ „ტვიტერში“ მანჩესტერელთაგან რიო ფერდინანდი აქტიურობს. სწორედ მან გაუწია გიბსონს აგიტაცია. ირლანდიელმა ეგრეთწოდებული ექაუნთი ამ დღეებში, „იუნაიტედის“ გელზენკირხენში ჩასვლისთანავე გახსნა, მაგრამ DGibbo28-ს არსებობა შუადღემდე ეწერა. კერძოდ, რომელმა მესიჯმა აიძულა გიბსონი ექაუნთი გაეუქმებინა ცნობილი არ არის, მაგრამ მისთვის მიწერლ წერილთა შორის იყო „წაეთრიე კლუბიდან“, „შენ საზიზღარი ფეხბურთელი ხარ“ და სხვა. რბილად რომ ვთქვათ, გიბსონის შესახებ
მანჩესტერელი ქომაგის აზრი გაყოფილია.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღით ადრე, იმავე ფერდინანდის წაბაძვით, თავისი გვერდი გახსნა უეინ რუნიმაც, რომელსაც... ჟურნალისტებმა მართლწერის შეცდომები უპოვნეს და მასხრად აიგდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული