ჩელსი დაიცდის

AutoSharing Option

როგორც ჩანს ბრაზილიელი ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარის ყიდვა ინგლისის ჩემპიონ „ჩელსის“ ცოტა ხნით კიდევ გადაედება. „სანტოსის“ თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ლურჯების“ გუნდში გადასვლას არ აპირებს.

19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც, ამასწინათ, ლონდონის „ემირეიტ სთედიუმზე“ ბრაზილიისა და შოტლანდიის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ბრაზილიამ 2:0 მოიგო), „ჩელსის“ გარდა „ბარსელონასა“ და „იუვენტუსსაც“ მოსწონს. თუმცა, ვარსკვლავი ამბობს, რომ ამწუთას მისი გონება ზაფხულში, არგენტინაში გასამართი „კოპა ამერიკით“ არის დაკავებული.

„სერია A? ნამდვილად არ ვიცი რა მელის მომავალში. ადამიანის მომავალი უფლის ხელშია. ჯერ ივნისამდე მივიდეთ. მანამდე
მინდა მხოლოდ მომავალ „კოპა ამერიკაზე“ ვიფიქრო. მინდა ყველა ღონე ვიხმარო, რათა ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. ძალიან მიხარია, ჩემს ნიჭსა და გარჯას ასე რომ აფასებენ, მაგრამ დღეს „სანტოსში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ძალიან მომწონს აქაურ ბიჭებთან ერთად თამაში. მეორე მხრივ კი ისიც მესმის, რომ ცხოვრება ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული