ულიე ექიმთა აზრით

AutoSharing Option
„ასტონ ვილას“ ფრანგ მწვრთნელ ჟერარ ულიეს უხლოესი სამი-ოთხი დღის განმავლობაში საავადმყოფოდან გამოუშვებენ, მაგრამ სამსახურში დაბრუნების ნება შეიძლება არ მისცენ.

როგორც ცნობილი გახდა 63 წლის სპეციალისტს უახლოეს პერიოდში საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მისი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ათი წლის წინანდელს, როდესაც მას 11 საათიანი ოპერაცია დასჭირდა. სიმპტომებიც იგივე იყო - ძლიერი ტკივილები მკერდის არეში.

ექიმმა დარკ უოლერმა, რომელიც ულიეს „ლივერპულში“ მუშაობის წლებში მეთვალყურეობდა და დღეს, „ასტონ ვილაში“ იმავე საქმით არის დაკავებული, თქვა: „ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჟერარის გული შესანიშნავად მუშაობს“.

თუმცა, მთლად
ასე არ ფიქრობენ ის ექიმები, რომელთაც „დეილი მეილი“ ელაპარაკა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „მთელი პრობლემა ის არის, რომ მისტერ ულიეს ოპერაციით ვერ ვუშველით და მას ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა დასჭირდება. ძნელი წარმოსადგენია მისმა ექიმმა ისეთ სამსახურში დარჩენის ნება დართოს, სადაც სტრესი ხშირია“.

ჟურნალისტებმა თავად ულიესთან დაკავშირებაც შეძლეს. მან უპასუხა: „ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამომიგზავნა მესიჯი, რომლითაც მხარდაჭერა მაგრძნობინა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული