რომელი რომელუ?

AutoSharing Option
„ჩელსის“ 17 წლის რომელუ ლუკაკუს ყიდვის საქმე თითქმის მოგვარებული აქვს. თავდამსხმელი, რომელსაც ახალ დროგბას ეძახიან, არც მეტი არც ნაკლები, 18 მილიონი ფუნტი ჯდება, ეს კი 20,3 ევროა.

ბელგიური „ანდერლეხტისგან“ ვარსკვლავბიჭუნას შეძენა „ბარსელონასაც“ უნდოდა, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად კატალონიელები გაჩერდნენ და „ჩელსისაც“ ხელ-ფეხი გაეხსნა. რასაკვირველია, ყმაწვილზე თვალი „არსენალს“ და სხვა ევროპულ კლუბებსაც ჰქონდათ დადგმული, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი დასავლეთ ლონდონელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

მოგეხსენებათ, „ლურჯები“ ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან. საქმე ის არის, რომ დროგბა და ნიკოლა ანელკა 30 წელს გადასცილდნენ, დენიელ
სტარიჯი კი ზაფხულში „ბოლტონთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

რით იპყრობს ყურადღებას ლუკაკუ? მისი დახასიათებისთვის სტატისტიკაში ჩახედვაც საკმარისია: ყმაწვილს „ანდერლეხტის“ შემადგენლობაში 87 შეხვედრაში 35 გოლი აქვს გატანილი. ანტვერპენში დაბადებული ფორვარდი ამბობს:

„ძალიან მიხარია ისეთ დიდ ვარსკვლავს რომ მადარებენ, როგორიც დიდიეა, მაგრამ ვცდილობ დავამტკიცო, რომ მე საკუთარი სტილი მაქვს და სხვისი ასლი არ ვარ. ვფიქრობ, ჩემნაირი ფორვარდი ინგლისურ პრემიერლიგაში უფრო კარგად ითამაშებს. ამიტომაც გეზი ინგლისისკენ მაქვს და არა ესპანეთისკენ ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისკენ“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული