რა უნდოდა ქეროლს ესპანეთის დედაქალაქში, გასაგებია - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს დაესწრო. მასთან ერთად იყვნენ ლივერპულელი თანაგუნდელები პეპე რეინა, გლენ ჯონსონი და რაულ მეირელეში. მიუხედავად „ლივერპულის“ და „ევერტონის“ ოდინდელი მტრობისა, „წითელ“ საძმოსთან ერთად
შეგახსენებთ კაპელოს ნათქვამს: „ახლა ბევრი რამ ენდის ცხოვრების წესზე იქნება დამოკიდებული. ის ყოველ წამს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მას ამ ყველაფერზე პირადად ველაპარაკე. მეტი მუშაობა და ნაკლები ლუდი - აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი“.
ქეროლი „ლივერპულში“ „ნიუკასლიდან“, იანვარში, 35 მილიონ ფუნტად გადავიდა და... ლუდის სიყვარულიც თან გადაიყოლა. ეს ამბავი მადრიდულ დარში კიდევ ერთხელ დადასტურდა, პაპარაცებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფოტოები გადაუღეს.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თავდამსხმელს მუხლი ტკივა, „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში დაშავდა და ჯერ ბოლომდე არც არის გამოჯანმრთელებული, მაგრამ კვირას, კალენდრის თანახმად თავის ყოფილ გუნდთან, „ნიუკასლთან“ უწევს შეხვედრა და ძალიან უნდა მოედანზე გავიდეს.
„ლივერპულის“ თავკაცმა კენი დალგლიშმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ქეროლთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება არ გარისკოს და ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დასვას. გაზეთები კი, ამასობაში წერენ, რომ ასეთ დროს მწვრთნელს მადრიდული ფოტოების ნახვა მაინცდამაინც არ გაეხარდებოდა.
„ჩვენ ენდის ამბავს ემიციურად არ გადავწყვეტთ, ანალიზს ჩავატარებთ და გადაწყვეტილებას ისე მივაღწევთ. არა მგონია მისმა მუხლმა იცოდეს, რომ „ლივერპული“ "ნიუკასლს" ხვდება, ასე რომ თუ ის ჯანმრთელად იქნება, ვათამაშებ, თუ არა და სკამზე დავსვამ. მესმის, რომ ენდის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა, მაგრამ მან ჩვენთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამის შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა. მისი მომავალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ კვირის მატჩი „ნიუკასლ იუნაიტედთან“.