„ლურჯები“ „იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩებიან და იმისათვის, რომ ტიტული შეინარჩუნონ ოთხივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგონ, მათ რიცხვში დღევანდელი და შემდეგი, უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ. თუმცა, ადვილი მისახვედრია, რომ კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ეს
მეორე მხრივ კი დასალვეთლონდონელები ჩინებულ ფორმაში არიან, ზედიზედ ოთხი თამაშია იგებენ და ბოლო ტურში, „ვესტ ჰემთან“ კიდევ ერთი ნავსიც გატეხეს - იანვარში 50 მილიონად ნაყიდმა ფერნანდო ტორესმა როგორც იქნა გაიტანა. თუმცა, „ჩაქუჩებთან“ გამარჯვებას თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა - დაშავდა მიკაელ ესიენი, თუმცა მან შეიძლება „ტოტენჰემთან“ მაინც ითამაშოს, რადგან ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ალექსი და რამირესი კი ვერ ითამაშებენ.
„ვესტ ჰემთან“ ერთ-ერთი გოლის ავტორი, ფრანგი ფლორან მალუდა ამბობს: „სეზონის ბოლო წამამდე ჩვენი ამოცანა ჩემპიონობა იქნება. დღეს საუკეთესი ფორმაში ვბრუნდებით, ამიტომ მეტოქეები დიდი ზეწოლის ქვეშ უნდა მოვაქციოთ და თამაში თამაშზე მოვიგოთ. რასაკვირველია, ისიც კარგად გვესმის, რომ ტიტულის მოგება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვება უნდა ვცადოთ და ბოლოს ვნახავთ რა გამოვა.“
ანჩელოტიმ თქვა: „პირველ მარტს, როდესაც „სტემფორდ ბრიჯზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვმასპინძლობდით და სტუმრებმა გოლი გაგვიტანეს, ჩვენ 18-ქულიანი ჩამორჩენის საშიშროების წინაშე ვიდექით. დღეს, თუ „ტოტენჰემს“ დავამარცხებთ, ლიდერთან სამად სამი ქულა დაგვაშორებს. ეს, გარდა ყველაფრისა, იმიტომაც იქნება ძალიან კარგი, რომ „იუნაიტედი“, ხვალ, „არსენალის“ წინააღმდეგ, ფსიქოლოგიური ზეწოლით გავა მოედანზე. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო წამამდე გაგრძელდეს.“
ჰარი რედნაპის „სფურზი“ კი ბოლო ტურებში „ჩელსის“ მსგავსად ვერ ყოჩაღობს. თუნდაც ბოლო შეხვედრა გავიხსენოთ - „ვესტ ბრომვიჩთან“ 2:2-ს თამაში არაფრით შეიძლებოდა. არადა, „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგას გემო გაუგო. მართალია, მეოთხედფინალში „რეალმა“ დაამარცხა, მაგრამ „დეზები“ ამ სიმაღლეებს ისტორიაში პირველად შესწვდნენ, რაც უდიდესი მიღწევა იყო. სწორედ ამიტომ განიცდიან „უაით ჰართ ლეინზე“ ოთხეულისთვის ბრძოლის ამბებს გაცილებით მწვავედ ვიდრე ადრე განიცდიდნენ.
და მაინც, სტატისტიკა ლონდონელთათვის უსიამოვნო ფაქტს ამბობს: „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოიგო.
ახლა კი, თქვენი ნებართვით, სხვა შეხვედრებს გამოვტოვებთ და ტურის მთავარ დაპირისპირებაზე ვიტყვით ორ სიტყვას. თუმცა... თუ „არსენალი“ ამ პრინციპულ შეხვედრასაც თავისებურად ჩააფლავებს, მაშინ სულ ზედმეტი გამოდგება ჩვენი მოლოდინი და „წერა-კითხვა“. და მაინც, კვირას, საქართველოს დროით საღამოს ექვსის ხუთ წუთზე, „ემირეიტ სთედიუმზე“ დიდი მატჩია - შეხვედრა, რომელიც ორიოდ ტურის წინ საჩემპიონო ჩანდა. დღეს აშკარაა, რომ „მეთოფეებს“ ტიტულის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვთ და საქმე მხოლოდ თავმოყვარეობას ეხება. და კიდევ, თუ ჩრდილოლონდონელები გაიმარჯვებენ, მაშინ „ჩელსის“ გაუკეთებენ საქმეს... მაგრამ, ამისათვის „არსენალმა“ უნდა გაიმარჯვოს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება.
საქმე ის არის, რომ ბოლოხანს „იუნაიტედი“ საუცხოოდ თამაშობს, რისი ნათელი დასტურიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გახლდათ, სადაც სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა „შალკეს“ მისსავე მოედანზე ცალი ფეხით მოუგეს. მანჩესტერელები შესანიშნავად თამაშობენ პრემიერლიგაშიც და თუ ტიტულს მოიპოვებენ, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი კლუბი გახდება - „ლივერპულს“ გადაასწრებენ.
ახლა, წარმოიდგინეთ, რას მოუტანს მათ ხვალ გამარჯვება. ეს, ფაქტობრივად, ჩემპიონობისთვის ბეჭდის დარტყმა იქნება. ცნობისთვის: „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - ერთხელ ჩეპიონატში და ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასზე - და ორივე შეხვედრაში (1:0 და 2:0) „იუნაიტედმა“ გაიმარჯვა.
„მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა: „ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ეს თამაში საჩემპიონო არ არის. გადახედეთ რიცხვებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან. ბოლო კვირა გაიხსენეთ, ცხრა ქულა უნდა მოგვეპოვებინა და ორის მეტი ვერ მოვახერხეთ. ასეთი გაწბილებულები წინა წლებში არ ვყოფილვართ, რადგან წინა წლებში არც ჩემპიონობასთან ვყოფილვართ ასე ახლოს.
თუ იმას შევეგუებით, რომ ტიტული კვლავ ვერ მოვიპოვეთ, მაშინ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ და აქ, აშკარაა, რომ წლეულს ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, რომლითაც პრემიერლიგაში გამარჯვება შეგვეძლო. ჩემთვის, ხომ მთავარი შეჯიბრება პრემიერლიგაა. სამწუხაროდ, განვლილ შეხვედრებს რომ ვიხსენებ გული ბევრ რამეზე მწყდება. წლევანდელ წარუმატებლობას მხოლოდ ერთ, რომელიმე ხელმოცარვას ვერ დავაბრალებ.“
ხვალ საინტერესო შეხვედრა გაიმართება „ლივერპულსა“ და „ნიუკასლს“ შორის. ეს თამაში საინტერესო იმიტომ იქნება, რომ იანვარში მერსისაიდელებმა „კაჭკაჭებისგან“ მათი საუკეთესო თავდამსხმელი, 22 წლის ენდი ქეროლი იყიდეს. ითამაშებს თუ არა ქეროლი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ექიმებზეა დამოკიდებული - ფეხბურთელი დაშავებულია, მაგრამ შესაძლოა ხვალისთვის გამოჯანმრთელდეს კიდეც. თუ ასე მოხდა, მას ყოფილ ფანებთანაც მოუწევს ურთიერთობა და სწორედ ამას უფრთხის მერსისაიდელთა შოტლანდიელი თავკაცი კენი დალგლიში.
„ტრიბუნებიდან ენდიზე შეიძლება ათასი რამ თქვან, ათასი რამ იმღერონ, მაგრამ ეს ყველაფერი, კარგად თუ დავაკვირდებით, კომპლიმენტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქეროლი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. არ ვიცი, რას იზამენ ნიუკასლელი ფანები კვირას, მაგრამ თუ ფეხბურთელი ხარ, გუნდი გამოიცვალე და ყოფილი გუნდის გულშემატკივრები ტრიბუნიდან არ გლანძღავენ, ესე იგი არ ვარგიხარ.“
დღეს
ბლექბერნი-ბოლტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: გულონი (ბლექბ)
ტრავმა: ნილსენი, გრელა, ენდრიუსი - შ. დევისი, ჰოლდენი, რიკეტსი
ბლექპული-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: პერტონი (სტოკი)
ტრავმა: კერნი, ბეშემი - ფულერი, ფეიე, ჰიგინბოტემი, სიდიბე
სანდერლენდი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: ასამოა, უილბეკი, ბერდსლი, რიჩარდსონი, გორდონი, მენსა, კემპბელი, ბრამბლი - კამარა, დაფი, სენდეროსი
ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტ)
ტრავმა: იბანიესი, დორანსი (ვესტ)
უიგანი-ევერტონი 18:00
ტრავმა: ჰეიტინგა, ბაქსტერი, საა, არტეტა, ფელაინი (ევერტ)
ჩელსი-ტოტენჰემი 20:30
ტრავმა: ალექსი, რამირესი, ესიენი - ჰატონი, ვუდგეიტი, ლ. კინგი
ხვალ
ბირმინგემი-ვულვერჰემპტონი 15:00
ტრავმა: მარტინსი, ტეილორი, ველისი, მაკფადენი, ს. დანი - დოილი, ედუარდსი, დეილი
ლივერპული-ნიუკასლი 15:30
ტრავმა: ქეროლი, აგერი, გ. ჯონსონი, ჯერარდი - ჰარპერი, კადარი, ბესტი, გოსლინგი, სმიტი, ბენ არფა
არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი 17:05
დისკვალიფიკაცია: მორისონი, სქოულზი (მანჩ.)
ტრავმა: ფაბიენსკი, ვერმაელენი - ლინდეგაარდი, ბერბატოვი, ფლეტჩერი, ჰარგრივზი
მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი 19:10
ტრავმა: რიჩარდსი, ტევესი, ბოატენგი, გივენი - აპსონი, პარკერი, ო’ნილი, სტანისლასი, კურუჟი
1. იუნაიტედი 34 21 10 3 71-32 73
2. ჩელსი 34 20 7 7 64-27 67
3. არსენალი 34 18 10 6 67-36 64
4. სიტი 33 17 8 8 51-30 59
5. ტოტენჰემი 33 14 13 6 49-41 55
6. ლივერპული 34 15 7 12 51-39 52
7. ევერტონი 34 11 14 9 47-42 47
8. ბოლტონი 34 12 10 12 48-47 46
9. ფულჰემი 34 9 15 10 40-36 42
10. სტოკი 34 12 6 16 43-43 42
11. ნიუკასლი 34 10 11 13 49-48 41
12. სანდერლენდი 34 10 11 13 39-49 41
13. ასტონ ვილა 34 10 11 13 43-55 41
14. ვესტ ბრომვიჩი 34 10 10 14 49-64 40
15. ბირმინგემი 34 8 14 12 34-51 38
16. ბლექბერნი 34 9 8 17 40-55 35
17. ბლექპული 34 9 7 18 48-70 34
18. უიგანი 34 7 13 14 34-57 34
19. ვულვზი 34 9 6 19 37-60 33
20. ვესტ ჰემი 34 7 11 16 39-61 32
ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 15 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 13 - ქეროლი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 12 - ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - კემპბელი (ბლექპული), დროგბა (ჩელსი), კუიტი (ლივერპული); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი), დემპსი (ფულჰემი).