აქ, უნდა დავძინოთ, რომ კეჰილი დასახელებულ ორ ფეხბურთელში პირდაპირ არ იცვლება ანუ „სიტის“ ფულის დამატებაც მოუწევს.
გერი კეჰილი 25 წლის მცველია, რომელიც ამ ბოლო დროს გამოჩნდა ინგლისის ნაკრებში - სამჯერ ეცვა ეროვნული გუნდის ფორმა. უელსელი ბელამი, მოგეხსენებათ ვეტერანია. 31 წლისა ბოლოს „კარდიფ სიტიში“ იყო გაქირავებული, ბელგიელი ბოიატა კი ჯერაც ძლიერ ახალგაზრდაა, სულ
ცნობილია, რომ „ბოლტონის“ თავკაც ოუენ კოილს ბელამის თამაში ყოველთვის მოსწონდა და თუ უელსელი მის გუნდში გადავა ძალიან გაუხარდება. თუმცა, არის ერთი დაბრკოლება - ხელფასი! შეძლებს კი „ბოლტონ უონდერერზი“ კრეიგ ბელამისთვის ისეთი გასამრჯელოს გადახდას, „სიტი“ რომ უხდიდა? ლაპარაკია კვირაში 80 ათას ფუნტზე.