რატომ გაურბიხართ, რატომ ემალებით?

AutoSharing Option
„ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, დევიდ სალივანმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ის და მისი ბიზნეს პარტნიორი დევიდ გოლდი ბოლო ტურის შეხვედრას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. მათმა გუნდმა ის შეხვედრა 2:1 წააგო. სალივანის თქმით მათ, სტუმრად, „ჩაქუჩების“ საცოდავი თამაში მობეზრდათ.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ვესტ ჰემმა“ მიმდინარე სეზონში, რომლის დამთავრებამდე სამად სამი ტურია დარჩენილი, სტუმრად მხოლოდ ორი თამაში მოიგო.

გუნდი პრემიერლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა, სამი ქულით მეტი რომ ჰქონდეს, გასავარდნთა ზონის მიღმა იქნებოდა. სალივანმა თქვა, რომ მან, გოლდმა და კლუბის ვიცე თავმჯდომარე ქალმა,
კარენ ბრეიდიმ მორიგი იმედგაცრუების უშუალოდ ყურებას თამაშის ტელევიზიით ცქერა ამჯობინეს. კერძოდ, სალივანმა ასე ბრძანა:

„გულწრფელად გიპასუხოთ? ჩვენზე ძალიან მოქმედებს ის, რომ სტუმრად, ყოველ ტურში, გუნდი საშინლად თამაშობს, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით. ოჯახის წევრები უკვე მეუბნებიან, გიჟი ხარ ამ კლუბზე ამდენ დროს და ფულს რომ ხარჯავო. მანჩესტერში რომ ჩავსულიყავით, ამით მაინც ვერაფერი შეიცვლებოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ თვითმფრინავის დაქირავების ხარჯი დაგვეზოგა. ამ ფულს ქველმოქმედებას მოვახმართ, ასე აჯობებს“.

სალივანის ამ სიტყვებამდე ერთი კვირით ადრე კი „ვესტ ჰემის“ ბანაკში არეულობა იყო. გამოითქვა ეჭვი, რომ სამი ფეხბურთელი, კერძოდ კი 32 წლის მეტიუ აპსონი, 31 წლის დენი გებიდონი და 32 წლის კირონ დაიერი გულით არ თამაშობდნენ. ცნობისთვის: დაიერი 2011 წლიდან „იფსვიჩ თაუნშია“ გაქირავებული.

62 წლის სალივანმა თქვა, რომ „ვესტ ჰემს“ პრემიერლიგაში დარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს - სულ 25-30 პროცენტი.

„ჩვენი კლუბის დირექტორთაგან „ვესტ ჰემიდან“ ფული სახლში არავის მიაქვს. აქ, არც ხელფასი აქვს რომელიმეს და არც სხვა შემოსავალი. ჩვენ ფეხბურთელები არ გეგონოთ, წაგებაში, კვირაში 20-60 ათასი ფუნტს რომ იღებენ. მანჩესტერში გუნდს მხოლოდ 1100 გულშემატკივარი გაჰყვა. ხომ ხედავთ, ფანებს უკვე ტელევიზორებთან დარჩენა ურჩევნიათ“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული