”ლივერპული” მაკარტის აკვირდება

AutoSharing Option
„ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში „უიგანის“ 20 წლის ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტის აკვირდება. საინტერესოა, რომ ირლანდიელმა ფეხბურთელმა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 2009 წელს ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - შოტლანდიური „ჰემილტონიდან“ „ლივერპულში“ კი არ გადავიდა, „უიგანი“ ამჯობინა.

ამბობენ, რომ დალგლიში მაკარტის კარგ ფეხბურთელად მიიჩნევს. მოგეხსენებათ, „კოპის მეფე კენი“ მერსისაიდელთა წითელი გუნდის გაახალგაზრდავებას და ბრიტანული სტილს ფეხბურთელებით დაკომპლექტებას აპირებს, „უიგანის“ ნახევარმცველი კი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

გასულ უქმეებზე დალგლიშმა „უიგანისა“ და „ევერტონის“ შეხვედრაზე (1:1) თავისი ასისტენტი სემი ლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული