„მანჩესტერელებს წარმატებებს ვუსურვებ. ადამიანს წაგებაც დიდსულოვნად უნდა შეგეძლოს. კარგად ვიცი რამხელა სიხარულია დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვება. ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გავხდით ჩემპიონები, ფერგიუსონი მოვიდა და მოგვილოცა. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ის და მისი გუნდი
შემდეგ ტერის შეახსენეს, რომ ბევრის აზრით, მას მერე, რაც „ჩელსი“ რომან აბრამოვიჩმა იყიდა, გუნდს ასეთი ცუდი სეზონი არ ჰქონია. თავის მხრივ, სტატისტიკაც მეტყველებს, რომ მიჯრით ამდენი წაგება და ფრე, 2010 წლის მიწურულს რომ ჰქონდათ, „ლურჯებს“ მთელი 15 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ. დასავლეთლონდონელთა კაპიტანმა თქვა:
„სამწუხაროდ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საუკეთესო ფორმაში მაშინ შევიდა, როდესაც ჩვენ ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო. „იუნაიტედმა“ სწორედ მაშინ გადაგვასწრო დიდი უპირატესობაც მოიპოვა. ამის მიუხედავად ჩვენი მწვრთნელების, ფეხბურთელების და ბრწყინვალე ფანების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ორი თვის წინ ჩვენი შემხედვარე ვერავინ იტყოდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩავებმებოდით. მეტიც, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილიც კი შეიძლებოდა დაგვეკარგა. მაგრამ, როგორც ნახეთ, თავი ხელში ავიყვანეთ, შედეგები გავაუმჯობესეთ და საქმე კვირის გადამწყვეტ თამაშამდეც კი მივიყვანეთ“.
„ლურჯები“ მართლაც შეუდგნენ მომავალი სეზონისთვის მზადებას. კერძოდ, მათ ყველასთვის საყვარელ იტალიელს, ჯანფრანკო ძოლას სთხოვეს კლუბში დაბრუნება. „სტემფორდ ბრიჯზე“ 44 წლის ყოფილი ვარსკვლავი და სპეციალისტი, რომელსაც „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი წელიწადია არსად უმუშავია, ნოემბერში გაშვებული მწვრთნელის, რეი უილკინსის ნაცვლად უნდათ. ვარაუდობენ, რომ ძოლა „ლურჯებს“ სატყუარადაც გამოადგებათ — 64 წლის ჰოლანდიელ გუს ჰიდინკს მასთან თანამშრომლობა მოუნდება და აბრამოვიჩის წინადადებას დაყაბულდება. ჰიდინკს „ჩელსიში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, 2009 წელს ცოტა ხნით ედგა „ლურჯებს“ სათავეში. დღეს ის თურქეთის ნაკრების მწვრთნელია და ამბობს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სამსახურს თავს არ დაანებეს. ჰიდინკი ამაყობს, რომ ხელშეკრულება ცხოვრებაში არ დაურღვევია.
ჯანფრანკო ძოლას „ჩელსის“ შემადგენლობაში 300 თამაშზე მეტი აქვს ჩატარებული. 2003 წელს, მან, „ლურჯების“ ქომაგთა გამოკითხვაში გაიმარჯვა, როგორც გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა. ამბობენ, რომ ძოლას დაბრუნება ძალიან გაუხარდებათ ფეხბურთელებსაც, რომელთაც ახლანდელი მწვრთნელები, მაიკლ ემილიანო და პოლ კლემენტი თვალსი არ მოსდით.