მანჩინის ჰკითხეს, დღეს პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, ჩემპიონთა ლიგაში, ყველაზე მეტად, რომელი გამოგადგებოდათო. „ქალაქელების“ იტალიელმა თავკაცმა მოკლედ უპასუხა: „სესკ ფაბრეგასი“!
როგორც გითხარით, ფაბრეგასს „ბარსელონაში“ დაბრუნება სწადია, „არსენალი“ კი ცდილობს კოპები შეკრას — იმეორებს ჩემს კაპიტანს არ ვყიდიო. მაგრამ, რას იზამენ „მეთოფეები“ თუკი რობერტო მანჩინი 50 მილიონი ფუნტით მიუკაკუნებს კარს? მერე რა,
კიდევ, მანჩინის 29 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა სურს. ის შვედ ფორვარდს ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, „ინტერს“ რომ ედგა სათავეში. მათ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული, „სკუდეტო“ მოიგეს. დღეს იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონას“ საკუთრებაა, მაგრამ კატალონიელებს „მილანში“ ჰყავთ გაქირავებული. შვედის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ფუნტის ფარგლებში უნდა იყოს.
იბრაჰიმოვიჩის ყიდვა მანჩინიმ შეიძლება იმიტომაც დააჩქაროს, რომ, როგორც თავად აღიარებს, კარლოს ტევესი ზაფხულში იტალიაში აპირებს გადაბარგებას. ასახელებენ კონკრეტულ გუნდსაც — 27 წლის არგენტინელის ყიდვა მწვრთნელის ყოფილ კლუბ „ინტერს“ სდომებია. მართალია, ტევესი მოედანზე თავდაუზოგავია და, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 22 გოლი გაიტანა, მისი ურთიერთობა მწვრთნელთან და სხვა ისტლენდელებთან, თავიდანვე წინააღმდეგობრივი იყო. თუ გახსოვთ, დეკემბერში ის გუნდიდან გაქცევასაც კი ცდილობდა, მაგრამ, შემდეგ აიძულეს დარჩენილიყო... როგორც ჩანს, ზაფხულამდე. თუმცა, მანჩინი ამ თემაზე ლაპარაკისას მაინც თავშეკავებულია:
„კარლოსმა ჯერ კიდევ დეკემბერში მითხრა, რომ იტალიაში უნდოდა წასვლა, მაგრამ იმედი მაქვს გადაიფიქრებს. ყოველ შემთხვევაში, თუ დარჩება, მე ბედნიერი ვიქნები“.
ქალაქელთა“ იტალიელმა თავკაცმა დასძინა, რომ „სიტიდან“ არსად წავლენ სხვა თავდამსხმელები, ედინ ჯეკო და მარიო ბალოტელი.
„აი, ნახავთ, რამდენ გოლს გაიტანს ედინი მომავალ სეზონში. რაც შეეხება მარიოს, ის, რასაკვირველია, არსად წავა“.