კაკას დედაო?

AutoSharing Option
მადრიდის „რეალის“ ცნობილი ბრაზილიელი ვარსკვლავლის, 29 წლის კაკას დედამ თქვა, რომ აგვისტოდან მთელი ოჯახით ლონდონში გადასახლდება. ამას თუ დავამატებთ ჭორს, რომ „რეალი“ და „ჩელსი“ კაკას ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, შესაძლოა გარკვეული სურათიც კი გამოიხატოს.

კაკას დედამ, სიმონე ლეიტემ ეს ამბავი „ტვიტერში“ დაწერა. მან თქვა: „შემდეგ წელიწადს უფლის სიტყვას უკვე ლონდონში გავავრცელებთ. გარწმუნებთ, იქ აგვისტოში გადავალთ“.

ამ ნათქვამმა საფეხბურთო წრეებში დიდი ხმაური გამოიწვია და მოგვიანებით მისმა ინტერნეტიდან ამოღებამ არაფერი შეცვალა.

ბრაზილიელი ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს ხელში „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება. „რეალი“
ამ ზაფხულს დორტმუნდის „ბორუსიადან“ ნური შაჰინის ყიდვას აპირებს.

რამდენადაც ცნობილია, მადრიდელებს კაკას გაქირავება არ უნდათ. მათ, თავის დროზე „მილანს“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 57 მილიონი ფუნტის ექვივალენტური თანხა გადაუხადეს და, ზარალში დარჩენაც არ სურთ. ამას ემატება ვეებერთელა ხელფასი, რომელიც დაახლოებით კვირაში 200 ათასს უდრის. ერთი სიტყვით, 2007 წლის მსაფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული