ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, ფ. ჯონსი, სამბა (78. ენდრიუსი), ჟივე - ემერტონი, ჰოილეტი (59. პედერსენი), ჯ. ჯონსი (74. დანი), ნზონზი, ოლსონი - რობერტსი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): კუშჩაკი - ფაბიო (62. სქოულზი), ვიდიჩი, ფერდინანდი, ევანსი - ვალენსია, გიგზი, ქერიკი, ნანი (81. ბერბატოვი) - რუნი, ერნანდესი.
გოლები: 1:0 ემერტონი (20), 1:1 რუნი (73-პენ)
გაფრთხილება: ჯ. ჯონსი, ნზონზი, სალგადო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 6-12 (2-2); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 24%-76%
მაყურებელი: 29 867
ბლექპული-ბოლტონი 4:3
ბლექპული (4-3-3):
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - ლი, გარდნერი (78. კლასნიჩი), მუამბა (50. კოენი), ტეილორი - კ. დევისი (83. როდრიგო), სტარიჯი.
გოლები: 0:1 კ. დევისი (6), 1:1 დ.ჯ. კემპბელი (9), 2:1 პანჩიონი (19), 2:2 ტეილორი (24), 3:2 დ.ჯ. კემპბელი (45), 3:3 სტარიჯი (53), 4:3 ადამი (63)
გაფრთხილება: ტეილორ-ფლეტჩერი, საუთერნი - ნაითი, კ. დევისი, გ. კეჰილი, რობინსონი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-13; კარში დარტყმა: 10-19 (5-6); თამაშგარე: 7-3; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 15 979
სანდერლენდი-ვულვერჰემპტონი 1:3
სანდერლენდი (4-4-2): მინოლე - ალ მუჰამადი, ონუოჰა, მენსა (88. ლაინგი), ბერდსლი - ჰენდერსონი (76. ლინჩი), ზენდენი, კოლბეკი, მოლბრანკი (70. ნობლი) - რივეროსი, სესენიონი.
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ფოული, მენსიენი, კრედოკი, ელოკობი - გუედიოურა (45. ჯერვისი), ო’ჰარა, ჰენრი, ჰანტი - უორდი, ფლეტჩერი (72. დოილი).
გოლები: 0:1 კრედოკი (22), 1:1 სესენიონი (34), 1:2 ფლეტჩერი (54), 1:3 ელოკობი (78)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 7-22; კარში დარტყმა: 14-13 (4-3); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 41 273
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 1:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): კერსონი - რიდი, ტამასი, ოლსონი, შორი - ბრანტი (90. ფორჩუნი), შარნერი, მულუმბუ, ტომასი (78. ტჩოი) - კოქსი (67. მორისონი), ოდემვინგე.
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი (62. ბეკფორდი), ფ. ნევილი (72. ბელიალეტდინოვი), ჰეიტინგა, არტეტა - ოსმანი, ენიჩიბე (80. როდუელი).
გოლები: 1:0 მულუმბუ (10)
გაფრთხილება: ტომასი, ტამასი - ფ. ნევილი, ჰეიტინგა
გაძევება: ბელიალეტდინოვი (77-ევერტონი)
კუთხური: 2-12; ჯარიმა: 15-9; კარში დარტყმა: 15-22 (4-2); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 838
ჩელსი-ნიუკასლი 2:2
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ალექსი, ე. კოული - ლემპარდი, რამირესი (64. დროგბა), მაკეჩრანი (64. ესიენი) - ბენაიუნი (64. მალუდა), ანელკა, ტორესი.
ნიუკასლი (4-5-1): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ტეილორი, ენრიკე - ლოვენკრანდსი (83. ს. ამეობი), ბარტონი, ტეილორი, ხონასი (76. რეინჯერი), ფერგიუსონი (69. ლუალუა) - შ. ამეობი.
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (2), 1:1 ხონასი (10), 2:1 ალექსი (83), 2:2 ტეილორი (90)
გაფრთხილება: ტერი, რამირესი, ლემპარდი, ივანოვიჩი - სიმპსონი, ენრიკე
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-13; კარში დარტყმა: 16-16 (2-4); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 41 739
არსენალი-ასტონ ვილა 1:2
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, სკილაჩი (45. შამახი), ვერმაელენი, გიბსი - უოლკოტი, უილშირი, სონგი, არშავინი (62. ბენდტნერი) - რემსი, ვან პერსი.
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, კოლინზი, რ. დანი, ლ. იანგი - დაუნინგი, რიო-კოკერი, ს. პეტროვი (80. ბერდსლი), დელფი (90. ჰესკი), ე. იანგი - ბენტი.
გოლები: 0:1 ბენტი (11), 0:2 ბენტი (15), 1:2 ვან პერსი (89)
გაფრთხილება: ბენდტნერი - ს. პეტროვი, რიო-კოკერი, რ. დანი, ე. იანგი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 9-10; კარში დარტყმა: 24-8 (6-5); თამაშგარე: 5-3; ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 60 023
ბირმინგემი-ფულჰემი 0:2
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, ჟირანეკი (67. კ. დევისი), პენერბი (56. ბიუსეჟური) - ლარსონი, ბოიერი (50. ჰლები), ბ. ფერგიუსონი, ბენტლი - კ. ფილიპსი, დერბიშირი.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰიუზი, ჰანგელანდი, სენდეროსი, სალსიდო - გრინინგი, მერფი (72. ეტუჰუ), სიდუელი, დემპსი (89. გერა) - ე. ჯონსონი, ზამორა (50. გუდიონსენი).
გოლები: 0:1 ჰანგელანდი (5), 0:2 ჰანგელანდი (49)
გაფრთხილება: ე. ჯონსონი, სალსიდო, გუდიონსენი, მერფი, დემპსი (ყველა ფულჰემი)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 7-15; კარში დარტყმა: 11-21 (1-9); თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 27 759
ლივერპული-ტოტენჰემი 0:2
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, ფლენაგანი - კუიტი, ლუკასი, სპირინგი (64. შილვი), მაქსი როდრიგესი (75. ნგოგი) - სუარესი, ქეროლი (88. ჯ. კოული).
ტოტენჰემი (4-4-2): გომესი - ქაბული, ლ. კინგი, დოუსონი, როუზი (82. ბასონგი) - ლენონი, სანდრო, მოდრიჩი, პიენაარი (90. კრანჩარი) - ვან დერ ვაარტი (53. დეფო), კრაუჩი.
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (9), 0:2 მოდრიჩი (56. პენ)
გაფრთხილება: სუარესი, ფლენაგანი - სანდრო
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 13-8; კარში დარტყმა: 15-11 (3-3); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 44 893
უიგანი-ვესტ ჰემი 3:2
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი (46. მოზესი), უოტსონი, დიამე - ნ’ზოგბია, კლივერლი (46. კლივერლი), როდალეგა (90. მაკარტური).
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - სპენსი, გებიდონი, ტომკინსი, ბრიჯი - კოლისონი (84. კინი), სპექტორი (61. პარკერი), ჰიცშსპერგერი - პიქვიონი (75. კ. კოული), ჰაინესი, ბა.
გოლები: 0:1 ბა (12), 0:2 ბა (26), 1:2 ნ’ზოგბია (57), 2:2 სემონი (68), 3:2 ნ’ზოგბია (90)
გაფრთხილება: ნ‘ზოგბია - პარკერი
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 7-10; კარში დარტყმა: 17-11 (10-7); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 22 043
პენალტი, რომლითაც უეინ რუნიმ ანგარიში გაათანაბრა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტული მოიპოვა ან იყო ან არა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ამის გამო ნამდვილად არ დამცირებულა - პრემიერლიგას ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.
„დავიზაფრე. მსაჯმა პენალტის დანიშვნას იმდენი ხანი მოანდომა, რომ თავის დაწყნარება დამჭირდა. არადა, მთელი კვირა ვემზადებოდი და ვვარჯიშობდი - თქვა მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ვარსკვლავმა - ამ წარმატებას საკუთარ თავსა და ფანებს ვუძღვნი. ხომ გახსოვთ, რა რთული სეზონი მქონდა, რამდენი წინააღმდეგობა გადამხდა თავს.“
ხოლო რაიან გიგზმა, რომლისთვისაც ეს მეთორმეტე ჩემპიონობა იყო, იმ ხალხს უპასუხა, ვინც ამტკიცებს, რომ დღევანდელი „იუნაიტედი“ ადრინდელზე სუსტია:
„პრემიერლიგის ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მაგრამ მაინც არაფრად ვვარგივართ, არა? ჩვენი ჩემპიონატი უწინდებურად დაძაბულია და მასში გამარჯვება კვლავ ძალიან საამაყოა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში უდიდესი სიამოვნებაა. მე ეს ძალიან მომწონს და მინდა ამ გუნდთან ერთად კიდევ მოვიგო ტიტულები“.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ტიტული „იუნაიტედისთვის“ მე-19 იყო. ახლა ინგლისის ყველაზე ტიტულიანი გუნდი „ლივერპული“ აღარ არის, „მანჩესტერ იუნაიტედია“. გიგზმა თქვა:
„ოცი წლის წინ „ლივერპულის“ გვერდით არც კი ვჩანდით. ამიტომ, დღევანდელი გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ჩვენი მწვრთნელისა და ფეხბურთელების დონეზე მიუთითებს. დღეს, ჩვენს უდიდეს კონკურენტს უკვე გადავუსწარით.“
არადა, როდესაც პირველ ტაიმში „ბლექბერნი“ დაწინაურდა, ბევრს გაუკვირდა. უმეტესობა ელოდა, რომ „იუნაიტედი“ თავიდანვე ჩაიგდებდა ხელთ ინიციატივას და მეტოქეს შანსს არ დაუტოვებდა. თუმცა, მეორე მხრივ, რამდენად სამართლიანად ჩაითვალა მასპინძელთა გოლი? -ეჭვი ამ ეპიზოდშიც გაჩნდა: მარტინ ოლსონმა და ჯუნიორ ჰოილეტმა შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი გაითამაშეს და ბრეტ ემეტრონს ჩააწოდეს, მან კი დიდებულად დაარტყა და შეაგდო, მაგრამ... ოლსონმა ბურთი პირველად რომ იხელთა, „პირით ხაზს“ მიღმა ხომ არ იყო გადასული? ადამიანური საზომით თითქოს გადასული იყო, მაგრამ მიკრონებში რა მოხდა, თავს ვერ დავდებთ -თუ კომპიუტერით გავზომავთ, შეიძლება აღმჩნდეს, რომ ბურთი ხაზს მაინც ეხებოდა.
გუნდებმა თითოჯერ შეაზანზარეს ერთმანეთის ძელი, „იუნაიტედის“ მეკარე ტომაშ კუშჩაკმა კი ორჯერ კინაღამ სისულელე ჩაიდინა, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო.
„ბლექპულისა“ და „ბოლტონის“ შვიდგოლიან თრილერში კი გადამწყვეტი სიტყვა ჩარლი ადამმა თქვა - 63-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, გამარჯვების გოლი შეაგდო. შემდეგ კვირას, „ბლექპული“ აწ უკვე ჩემპიონ „იუნაიტედთან“ მიემგზავრება და... მწვრთნელი იან ჰოლოუეი დარწმუნებულია, რომ თავს არ შეირცხვენს.
„უკვე ოთხი თამაშია რაც არ დავმარცხებულვართ. ნებისმიერი, ვინც ეს ოთხი თამაში ნახა, დამეთანხმება, რომ „ბლექპული“ ის მოკრძალებული გუნდი აღარ არის სეზონის დასაწყისში რომ იყო. ჩვენ ბოლო ორი წელიწედია ზღაპარში ვცხოვრობთ და მწამს, ეს ზღაპარი, ბოლო ტურში, „ოლდ ტრეფორდზეც“ გაგრძელდება. ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა მოვუგოთ და, მართალია, თეორიულად, შეიძლება ესეც არ გვეყოს, მაგრამ, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდება. ამის იმედი იმიტომაც მაქვს, რომ ამ დღეს „ვულვზი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს.
საერთოდ, მე ის კაცი ვარ, ვის ცხოვრებაშიც ბევრი უცნაური ამბავი მომხდარა და იქნებ იქ, ზევით, კონკიას კიდევ ერთი ამბავი აქვთ შეთხზული.“
დიახ, ბოლო დღეს „ვულვზი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს, „ვულვზი“ კი ის გუნდია, რომელმაც შაბათს სანდერლენდში 3:1 გაიმარჯვა. გახარებულმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ თქვა:
„დღეს ისეთივე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, როგორიც წინა ტურში. გახსოვთ, რა ვთქვი მაშინ? მაშინ ვთქვი, რომ ყველაფერი ბოლო დღეს გადაწყდება, მეთქი. ხომ გამოვდექი მართალი? თამაშის ხარისხით, რასაკვირველია, კმაყოფილი არ დავრჩი, მაგრამ შედეგით, იციცხლეთ.“
„ვესტ ბრომვიჩმა“ კი „ევერტონს“ 1:0 მოუგო - დიდი შანსია როი ჰოჯსონის გუნდმა პრემიერლიგაში ისეთი ადგილი დაიკავოს, არასდროს რომ დაუკავებია.
კვირას კი, „ენფილდ როუდზე“ მეხუთე ადგილისთვის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა -„ლივერპულმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უმასპინძლა და... ვერ ივარგა. ლონდონელებმა 2:0 მოიგეს. სამართლიანობისთვის ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯმა ჰოვარდ ვებმა, „დეზებს“ მეორე გოლი უსამართლოდ დანიშნული პენალტით გაატანინა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ „წითლებმა“ ამ შეხვედრაში რაიმე ღირებული გააკეთეს... თუ, მოწადინებას და ძალ-ღონის ხარჯვას არ ჩავთვლით.
ანგარიში რაფაელ ვან დერ ვაარტმა გახსნა. მან ძალიან ლამაზად შეაგდო პეპე რეინას კარში, თუმცა მეორე ტაიმში დაშავდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. მეორე გოლი კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლუკა მოდრიჩმა შეაგდო.
„არსენალის“ კოშმარი გრძელდება. გეხსომებათ, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები კბილებს ილესავდნენ, მეოთხე ადგილზე კი გავედით, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთო. ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება, ხვალ, ისტლენდელებმა „სტოკს“ სამ დღეში მეორედ თუ მოუგეს (თუმცა, ეს ძნელია) და „მეთოფეებს“ თავზე გადაახტნენ -არსენ ვენგერის დემორალიზებულმა გუნდმა ხომ „ასტონ ვილასთან“ 1:2 წააგო და „სიტი“ სახიფათო მანძილზე მიუშვა.
„არსენალი“ შეხვედრის დასაწყისიდანვე საშინლად იცავდა თავს. დარენ ბენტმა მასპინძლებს საწყის 15 წუთში ორი გოლი გაუტანა. ვენგერი, ეჭვი არ არის, ტრადიციისამებრ მსაჯისკენ გაიშვერს ხელს - მაიკლ ოლივერმა ჯერ იყო და ლონდონელებს არ დაუჯერა და ერთ ეპიზოდში მათ ყვირილი რომ მორთეს პენალტი არ დანიშნა, შემდეგ კი მარუან შამახს ახლოდან გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. ერთი სიტყვით, რობინ ვან პერსის გოლი მხოლოდ გულის ფხანისა იყო და მეტი არაფერი.
კარლო ანჩელოტიმ „ჩელსი“, „ნიუკასლთან“ სათამაშოდ, ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით გაუშვა მოედანზე და... უნდა ითქვას, რომ გუნდი ყველაფერს ჰგავდა, მომავალი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტის გარდა. „ლურჯებმა“ „კაჭკაჭებთან“ მოგება ქარს გაატანეს. დიდი შანსია, რომ ეს ანჩელოტის ბოლო თამაში იყო „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ თავკაცის რანგში. „ლურჯები“ ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ნიუკასლელებმა ორივეჯერ გაქვითეს ანგარიში. ეს ოქმშიც წერია.
„ბირმინგემმა“ შინ „ფულჰემთან“ წააგო და ახლა, პრემიერლიგაში დასარჩენად ბოლო დღეს მოუწევს ბრძოლა - შემდეგ კვირა დღეს ის „უაით ჰართ ლეინზე“ „ტოტენჰემს“ ჩააკითხავს. ვითომ, აქვს ალექს მაკლიშის გუნდს გადარჩენის შანსი? „ფულჰემს“ კი ყველა ვარიანტში თავი ქუდში ჰქონდა. მეორე მხრივ, ლონდონელთა თავკაც მარკ ჰიუზს, წინა ტურში „ლივერპულთან“ 5:2 წაგების შემდეგ გონს მოგების ასეთი იმედი არ ჰქონდა და, ბუნებრივია, ძალიან კმაყოფილი დარჩა.
„ვესტ ჰემმა“ უიგანში 3:2 წააგო და გავარდა! თან როგორც, ორგოლიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან. „ჩაქუჩთათვის“ საბედისწერო გოლი 90-ე წუთზე 24 წლის ფრანგმა, შარლ ნ’ზოგბიამ გაიტანა. „უიგანს“, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ დარჩა პრემიერლიგაში დარჩენის შანსი.
1. მანჩესტერი 37 22 11 4 74-35 77
2. ჩელსი 37 21 8 8 69-32 71
3. არსენალი 37 19 10 8 70-41 67
4. სიტი 36 19 8 9 55-33 65
5. ტოტენჰემი 37 15 14 8 53-45 59
6. ლივერპული 37 17 7 13 59-43 58
7. ევერტონი 37 12 15 10 50-45 51
8. ფულჰემი 37 11 15 11 47-41 48
9. სტოკი 36 13 7 16 46-44 46
10. ბოლტონი 37 12 10 15 52-54 46
11. ვესტ ბრომვიჩი 37 12 10 15 53-68 46
12. ნიუკასლი 37 11 12 14 53-54 45
13. ასტონ ვილა 37 11 12 14 47-59 45
14. სანდერლენდი 37 11 11 15 42-56 44
15. ბლექბერნი 37 10 10 17 43-57 40
16. ვულვზი 37 11 7 19 44-63 40
17. ბირმინგემი 37 8 15 14 36-56 39
18. ბლექპული 37 10 9 18 53-74 39
19. უიგანი 37 8 15 14 39-61 39
20. ვესტ ჰემი 37 7 12 18 43-67 33
ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 17 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 15 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - კემპბელი (ბლექპული), ქეროლი (ლივერპული), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), კუიტი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 12 - დემპსი (ფულჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), 11 ადამი (ბლექპული), დროგბა (ჩელსი).
17 მაისი.
მანჩესტერ სიტი-სტოკი.
XXXVIIII ტური
22 მაისი. ასტონ ვილა-ლივერპული, ბოლტონი-მანჩესტერ სიტი, ევერტონი-ჩელსი, ფულჰემი-არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექპული, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-უიგანი, ტოტენჰემი-ბირმინგემი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი, ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი.
პირველი ლიგა. პლეი ოფი
ბურნმუთი-ჰადერსფილდი 1:1, მილტონი-პიტერბორო 3:2
მეორე ლიგა. პლეი ოფი
თორგუეი-შრუსბერი 2:0, სტივენიჯი-ეკრინგტონი 2:0