ფერგი გადაირია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთის ასოციაციისგან სასჯელი ელის - შოტლანდიელმა ხსენებული ორგანიზაციის შეფთა ბოლო ბრალდებაზე ყურიც არ მოიფხანა. არადა, ფერგიუსონს ორშაბათის 4 საათამდე ჰქონდა დრო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალისტს ასოციაციისთვის პასუხი უნდა გაეცა, აპირებს წაყენებული ბრალდების გასაჩივრებას თუ მორჩილად მიიღებს სასჯელს.

ბრალდების მიზეზი კი იმდენად უგუნური გახლდათ, რომ გასაკვირი არ არის, „იუნაიტედის“ თავკაცმა დემონსტრაციულად, რომ უგულებელყო. კერძოდ, 8 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას მსაჯმა, ჰოვარდ უებმა თავი ჩინებულად გაართვა, რის გამოც ფერგიმ ის შეაქო,
ინგლისური წესის თანახმად კი მწვრთნელებს არბიტრების შეფასების უფლება არ აქვთ. ეს წესი, რასაკვირველია, არბიტრების ლანძღვისგან თავის დასაზღვევად მოიგონეს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კაცს ქების გამოც დასჯიან.

ფერგიუსონის დუმილი განიხილება, როგორც ბრალდებასთან დათანხმება და მას აუცილებლად დასჯიან. კლუბის თანამშრომელთაგან კი ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიელ სპეციალისტს ასოციაციის მიერ წაყენებულმა მართლაცდა უცნაურმა ბრალდებამ მოთმინება დააკარგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული