ახალი ჩიჩარიტო

AutoSharing Option
იცით ვინ არის ანტონიო მაიკლ პედროსა უაიტჰემი? ეს გახლავთ ინგლისში, კერძოდ ჩესტერში დაბადებული მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდ „ხაგუარეს დე ჩიპასში“ თამაშობს. 20 წლის ფორვარდს მამა მექსიკელი ჰყავს, ხოლო დედა ინგლისელი.

ახალგაზრდა ვარსკვლავის თამაში დედის სამშობლოში შეუმჩნეველი არ დარჩათ და მას, უკვე რამდენიმე თვეა, ფეხბურთის ასოციაციის სკაუტები აკვირდებიან. ამ ზაფხულს, კოლუმბიაში 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ ანტონიო პედროსას დაითანხმებენ და თავიანთ ნაკრებში ათამაშებენ.

საინტერესოა, რომ პერდორსას მექსიკელი ჟურნალისტები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ ხავიერ ერნანდესს, იმავე
ჩიჩარიტოს ამსგავსებენ. ამბობენ, რომ მსგავსება მრავალმხრივია - ისინი დაახლოებით ერთი სიმაღლისანი არიან, სწრაფად მოძრაობენ, მაღლა ხტებიან... ანტონიო პედროსა ადასტურებს, რომ თუ მექსიკის ნაკრებში არ გამოიძახებენ, სიამოვნებით ემსახურება დედის სამშობლოს. კერძოდ, ფეხბურთელმა თქვა:

„მამაჩემი მექსიკელია, დედა-ინგლისელი. მექსიკაში საცხოვრებლად პატარაობაში წამომიყვანეს და აქ გავიზარდე, ასე რომ თავს მექსიკელად მივიჩნევ.

რაც შეეხება ინგლისის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოსვლას, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული გახლავართ. ძალიან მიყვარს მექსიკა, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშის შანსი არ მაქვს და ამიტომ ინგლისის ეროვნულ გუნდში გამოვალ“.

პედროსა სხვადასხვა დროს გასინჯეს „არსენალმა“ და „ჩელსიმ“, მაგრამ ახლა მის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა. მისი შეძენა სურთ „ფულჰემსა“ და „რომასაც“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული