გეხსომებათ, რომ გაზეთმა „სანმა“ გამოაქვეყნა სენსაციური წერილი, სადაც 29 წლის ფრანგი მცველის „მარსელისგან“ ყიდვის საქმესთან დაკავშირებულ უცნობ და უცნაურ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ჟივემ ჟურნალისტებს უამბო, რომ 2009 წელს, მას დაუკავშირდა მავანი მანჩესტერელი მკერავი ფილ ბლექი, რომელმაც მის ტრანსფერში გარკვეული როლი ითამაშა, შემდეგ კი 50 ათასი ფუნტი გამოართვა. მკერავი ბლექი ფიფას ლიცენზირებული აგენტი არ არის.
გაზეთმა ჩანაწერები და საბუთების ასლები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასაც წარუდგინა. ასოციაციამ, ბუნებრივია გამოძიება
„ბლექბერნის“ ახალმა მეპატრონეებმა, კორპორაცია „ვენკის“ წარმომადგენლებმა ვითარებას უცბათ აუღეს ალღო და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავადაც დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება. მათმა წარმომადგენელმა თქვა:
„ჩვენს კომპანის „სანში“ გამოქვეყნებული მასალები არ გაკვირვებია და არც ის გააკვირვებს თუ მომავალშიც გამოჩნდება ახალი ფაქტები. ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ „ბლექბერნ როვერსს“ ჩვენ შევიძენდით“.