დეფო იმუქრება

AutoSharing Option
ჯერმაინ დეფომ თქვა, რომ „ტოტენჰემიდან“ წასვლაზე ფიქრობს. 28 წლის თავდამსხმელი უკმაყოფილოა, რომ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა ის შიგადაშიგ მოთამაშე ფეხბურთელად აქცია. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა თქვა:

„გულწრფელად გეტვით, რომ „ტოტენჰემი“ ძველებურად მიყვარს და გული ყოველ შეხვედრაში ისევე მიცემს, როგორც იმ დღეს, „უაით ჰართ ლეინზე“ პირველად რომ შევდგი ფეხი. მეორე მხრივ, ჩემთვის მთავარი თამაშია და უკმაყოფილო ვარ, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მსვამენ.

დიდი სურვილი მაქვს გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო, ჩემპიონთა ლიგაში გავიყვანო და იქაც გული და სული ჩავდო, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ თავგადაკლული ვარჯიშების
შემდეგ შემადგენლობაში მაინც ვერ ვხვდები, ცუდი განწყობა მეუფლება. ამბიციური კაცი გახლავართ და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა შეურაცხყოფასაც კი მაყენებს. ჩემი მიზანია ყველა შეხვედრაში მოედანზე ვიყო და გოლი გავიტანო“.

ჯერმაინ დეფო „სფურზში“ ჯერ 2004-08 წლებში თამაშობდა, ბოლოს კი 2009-ში დაბრუნდა. გასულ სექტემბერს მას არ გაუმართლა, მუხლი იტკინა და მთელი 10 კვირა მკურნალობას მოუნდა. მართალია, საბოლოოს სეზონში 32 თამაში მაინც ჩაატარა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ შეძლო. ის ამბობს:

„ძნელია, მაგრამ რა გაეწყობა. ფეხბურთში ასეა, მოთამაშეები მოდიან და მიდიან. მე ამას ვერ შევცვლი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული