ქეროლმა არაო

AutoSharing Option
„ლივერპულის“ 22 წლის ვარსკვლავი ენდი ქეროლი ამბობს, რომ ფიზიკურად სუსტად არის და დანიაში დანიშნულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფორვარდი შიშობს, რომ თუ მას დანიაში გამგზავრებას მაინც დააძალებენ, დიდი შანსია შემდეგი სეზონი დაშავებულმა დაიწყოს და ჩააფლავოს კიდეც. მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ ახალ მწვრთნელთან, კენი დალგლიშთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამიერიდან ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას.

როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, ქეროლმა თავისი ეჭვების შესახებ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაც სტიუარტ პირსს უკვე უთხრა, ფეხბურთელს, რასაკვირველია, მხარს „ლივერპულის“ თავკაცი დალგლიში და ექიმებიც უჭერენ. ისინი
ამტკიცებენ, რომ მათმა თავდამსხმელმა მუხლის გაჭიანურებული ტრავმა ზაფხულში საფუძვლიანი დასვენებით უნდა მოირჩინოს.

პირსს წინააღმდეგობას უწევს „არსენალიც“, რომელსაც ასევე არ უნდა, რომ მათი 19 წლის ვარსკვლავი ჯეკ უილშირი დანიაში გაემგზავროს.

სამაგიეროდ, როგორც უილშირი ასევე ქეროლი ითამაშებენ ინგლისის „დიდი“ ნაკრების შეხვედრაში, რომელიც 4 ივნისს „უემბლიზე“ შვეიცარიის წინააღმდეგ უწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული