"მანჩესტერ სიტი" ქამარს მოიჭერს

AutoSharing Option
უცნაური რამ თქვა „მანჩესტერ სიტის“ თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქმა - ზაფხულში დიდძალი ფულის ხარჯვას აღარ ვაპირებთო. არადა, მოგეხსენებათ, ისტლენდელთა არაბი მეპატრონეები სწორედ ფულის დაუნანებელი ხარჯვით იყვნენ ცნობილი. მათ, ფეხბურთელების ყიდვაში, სამ წელიწადში 300 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

მუბარაქის განცხადება, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო საქმიანობას წყვეტს, კლუბი ახალ ფეხბურთელებს იყიდის, მაგრამ, როგორც ჩანს, აბუ დაბის მილიარდერთა შორის გავრცელდა აზრი, რომ ძლიერი გუნდის საფუძველი უკვე ჩაყრილია.

„მანჩესტერ სიტის“ საიტზე დადებულ ვიდეოინტერვიუში მუბარაქი ამბობს:

„ჩვენ საოცარი შემადგენლობა გვყავს. „სიტიში“ დიდებული
ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც თავდადებულებიც არიან. გარდა ამისა, ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა გერი კუკმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული