კრიშტიანო რონალდო "სიტიში" გადავა?

AutoSharing Option
ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ მადრიდის „რეალი“ 26 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს „მანჩესტერ სიტის“ მიჰყიდის. ასახელებენ სატრანსფერო თანხასაც - 150 მილიონი ფუნტი, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით 242 მილიონი დოლარი ანუ 170 მილიონი ევროა. წერენ, რომ მადრიდელებს კარგად მოეხსენებათ: ასეთი თანხის გადამხდელი მხოლოდ ისტლენდელები არიან.

საინტერესოა, რომ „სიტი“ ამ ინფორმაციას უარყოფს, ესპანური წყაროები კი დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოს კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. თანხა მართლაც ძალიან დიდია. ამდენი ფულის გადახდა თვით არაბი მილიარდერებისთვისაც არ იქნება იოლი, თუმცა ინგლისში თანხაზე არანაკლებ ყურადღებას იმაზე
ამახვილებენ, რომ მანჩესტერი ის ქალაქია, სადაც კრიშტიანომ უკვე ითამაშა, ოღონდ... არა ისტლენდზე, არამედ „ოლდ ტრეფორდზე“, „იუნაიტედის“ შემადგენლობაში.

დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავის „სიტიში“ გადასვლას „ოლდ ტრეფორდზე“ ღალატად აღიქვამენ. ეს გზა არგენტინელმა კარლოს ტევესმა უკვე გაიარა და „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს ის ამის გამო სძულთ.

რამ შეიძლება რონალდო ასეთ ნაბიჯზე წაიყვანოს? რასაკვირველია, ფულმა. ამბობენ, რომ პორტუგალიელს ისტლენდზე, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 300 ათას ფუნტს პირდებიან.

შეგახსენებთ, რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2009 წელს იმიტომ დასტოვა, რომ სწამდა, „რეალი“ მისი გუნდი იყო. „იუნაიტედის“ შეფმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, მაშინ, წინააღმდეგობა ორი მიზეზის გამო არ გაუწია. ერთი, რომ „რეალმა“ 80 მილიონი ფუნტი გადაუხადა და მეორეც, ფეხბურთელი საზღვარგარეთ მიდიოდა და არა მის კონკურენტ გუნდში.

დღეს, რონალდოს და „რეალის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის შავმა კატამ გაირბინა და „სამეფო კლუბი“ მზად არის პორტუგალიელის თაობაზე სხვადასხვა შემოთავაზებებს მოუსმინოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული