„ბლექპული“... გუნდი, რომლის თავკაცი იან ჰოლოუეი, სასწაულს ელოდა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერ გადაურჩა. სჭირდებოდა „იუნაიტედს“ ეს მოგება? რასაკვირველია, არა, მაგრამ ჩემპიონის რანგში, „ოლდ ტრეფორდზე“, უგულოდ თამაში თავს და საკუთარ მაყურებელს არ აკადრა.
არადა, „იუნაიტედისა“ და „ბლექპულის“ შეხვედრაში იყო ხუთწუთიანი მონაკვეთი, როდესაც
გავარდა ლიგის თასის მფლობელი „ბირმინგემიც“ - „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ლონდონში წააგო 2:1. მოგეხსენებათ, „დეზებს“ ეს გამარჯვება სჭირდებოდათ, თორემ შეიძლებოდა „ლივერპული“ წამოსწეოდათ და ევროლიგაში გამსვლელი ადგილი წაერთმია. სხვა საქმეა, რომ მერსისაიდელებმა თავადაც წააგეს „ასტონ ვილასთან“ (რაც კენი დალგლიშმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, „წითლების“ საქმე წახდა), მაგრამ ამას „სფურზისთვის“ ბუნებრივია მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჰარი რედნაპის გუნდმა მოსაგები მოიგო და... „ბირმინგემი“ ერთი ლიგით დაბლა ჩააგდო.
უნდა ითქვას, რომ „ტოტენჰემს“ იოლად არ გაუმარჯვია. მეტიც, „ბირმინგემს“ რაღაც პერიოდში ჰქონდა პრემიერლიგაში დარჩენის შანსი (რომან პავლიუჩენკოს პირველი გოლი კრეიგ გარდნერმა 79-ე წუთზე გაქვითა), მაგრამ ამ დროს ვულვერჰემპტონიდან მოვიდა ცნობა, რომ მასპინძლებმა მეორე გოლი შეაგდეს (თუმც, „ბლექბერნთან“ 3:2 მაინც წააგეს) და გამოიკვეთა, რომ „ლურჯებს“ ფრე უკვე აღარ აკმაყოფილებდათ და „ტოტენჰემის“ დამარცხება სჭირდებოდათ. წავიდნენ კიდეც წინ, მაგრამ იმავ პავლიუჩენკომ მსაჯის წამატებულ წუთებში დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და სამი ქულა „უაით ჰართ ლეინზე“ დატოვა.
გავარდნის კიდევ ერთმა კანდიდატმა „უიგანმა“ იყოჩაღა და სტოკში 1:0 მოიგო. დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი უგო როდალეგამ შეაგდო. საგოლე პასი მას მოჰამედ დიამემ ჩააწოდა. არადა, შეხვედრის დაწტებამდე რობერტო მარტინესის გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იყო...
„ბლექბერნზე“ გითხარით, რომ „ვულვზს“ სტუმრად მოუგო 3:2.
ზევით თუ ავიხედავთ, დავინახავთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლტონში 2:0 გამარჯვებით მესამე ადგილი და მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა, „არსენალი“ კი კიდევ ერთხელ გაბითურდა - მოედანზე 10 კაცით დარჩენილ „ფულჰემთან“ რის ვაივაგლახით გადაარჩინა ქულა - 89-ე წუთზე თეო უოლკოტმა გაათანაბრა.
და „ჩელსი“? ლონდონელებმა ლივერპულის „გუდისონ პარკზე“ მთელი 38 წუთის განმავლობაში უმცირესობაში დარჩენილ „ევერტონთან“ წააგეს და... ვაი, შენს კარლო ანჩელოტის!
1. მანჩესტერი 38 23 11 4 78-37 80
2. ჩელსი 38 21 8 9 69-33 71
3. სიტი 38 21 8 9 60-33 71
4. არსენალი 38 19 11 8 72-43 68
5. ტოტენჰემი 38 16 14 8 55-46 62
6. ლივერპული 38 17 7 14 59-44 58
7. ევერტონი 38 13 15 10 51-45 54
8. ფულჰემი 38 11 16 11 49-43 49
9. ასტონ ვილა 38 12 12 14 48-59 48
10. სანდერლენდი 38 12 11 15 45-56 47
11. ვესტ ბრომვიჩი 38 12 11 15 56-71 47
12. ნიუკასლი 38 11 13 14 56-57 46
13. სტოკი 38 13 7 18 46-48 46
14. ბოლტონი 38 12 10 16 52-56 46
15. ბლექბერნი 38 11 10 17 46-59 43
16. უიგანი 38 9 15 14 40-61 42
17. ვულვზი 38 11 7 20 46-66 40
18. ბირმინგემი 38 8 15 15 37-58 39
19. ბლექპული 38 10 9 19 55-78 39
20. ვესტ ჰემი 38 7 12 19 43-70 33
ბომბარდირები: 20 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტევესი; 18 - ვან პერსი (არსენალი); 17 - ბენტი (ასტონ ვილა); 15 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - კემპბელი (ბლექპული), ქეროლი (ლივერპული), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), კუიტი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 12 - დემპსი (ფულჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ადამი (ბლექპული); 11 - დროგბა (ჩელსი).
ასტონ ვილა-ლივერპული 1:0
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, დანი, კოლინზი, ლ. იანგი - ე. იანგი (89. ბრედლი), ს. პეტროვი, რიო-კოკერი (68. აგბონლაჰორი), დელფი (28. ოლბრაიტონი), დაუნინგი - ბენტი
ლივერპული (4-4-2): რეინა - ფლენაგანი, შკრტელი, კარაგერი, აურელიო - კუიტი, სპირინგი (12. შილვი), ლუკასი, ჯ. კოული (68. ნ’გოგი) - მეირელეში, სუარესი
გოლები: 1:0 დაუნინგი (33)
გაფრთხილება: რიო-კოკერი, უოქერი - მეირელეში, ჯ. კოული
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-15; კარში დარტყმა: 7-8 (4-2); თამაშგარე: 2-5; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 42 785
ბოლტონი-მანჩესტერ სიტი 0:2
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - ლი (76. მორენო), გარდნერი, ელმანდერი (70. კოენი), ტეილორი (76. კლასნიჩი) - კ. დევისი, სტარიჯი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - ბოიატა, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა (87. ვაბარა) - სილვა (79. მილნერი), ბერი, დე იონგი, ა. ჯონსონი (60. ჯეკო) - ი. ტურე, ტევესი
გოლები: 0:1 ლესკოტი (43), 0:2 ჯეკო (62)
გაფრთხილება: კ. დევისი (ბოლტონი)
გაძევება: სტარიჯი (86. ბოლტონი)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-10; კარში დარტყმა: 12-12 (4-7); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 285
ევერტონი-ჩელსი 1:0
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, როდუელი, ჰეიტინგა, ოსმანი, არტეტა (90. ტ. კეჰილი) - ბეკფორდი (80. ენიჩიბე)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ალექსი (70. ფერეირა), ე. კოული - ესიენი (78. მაკეჩრანი), მიკელი (61. კალუ), ლემპარდი - ანელკა, მალუდა, ტორესი
გოლები: 1:0 ბეკფორდი (75)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, კოულმენი, ბეინესი - ალექსი, ტორესი
გაძევება: კოულმენი (53-ევერტონი)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-14; კარში დარტყმა: 8-15 (3-7); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 38 712
ფულჰემი-არსენალი 2:2
ფულჰემი (4-4-2): შვერცერი - ჰიუზი, ჰანგელანდი, სენდეროსი, ბრიგზი - დემპსი, სიდუელი, მერფი (64. ეტუჰუ), გრინინგი (64. შ. დევისი) - ზამორა (71. გერა), ა. ჯონსონი
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, ვერმაელენი, დჯურუ, გიბზი (64. ებუე) - რემსი (63. უოლკოტი), უილშირი, დიაბი (65. არშავინი), ნასრი - შამახი, ვან პერსი
გოლები: 1:0 სიდუელი (26), 1:1 ვან პერსი (29), 2:1 ზამორა (56), 2:2 უოლკოტი (89)
გაფრთხილება: გრინინგი, სიდუელი - ვან პერსი
გაძევება: გერა (75-ფულჰემი)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-5; კარში დარტყმა: 9-11 (5-5); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 25 674
მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექპული 4:2
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): ვან დერ სარი - რაფაელი (46. სმოლინგი), ევანსი, ვიდიჩი (84. რუნი), ევრა - ფლეტჩერი, სქოულზი, ანდერსონი - ნანი, პარკი (63. ოუენი), ბერბატოვი
ბლექპული (4-3-3): გილკსი - ერდლი, ივეტი, ბეპტისტი, კრეინი - საუთერნი (87. ორმეროდი), ვუგანი, ადამი - ტეილორ-ფლეტჩერი (76. ვერნი), პანჩიონი (77. ფილიპსი), დ.ჯ. კემპბელი
გოლები: 1:0 პარკი (21), 1:1 ადამი (40), 1:2 ტეილოტ-ფლეტჩერი (57), 2:2 ანდერსონი (63), 3:2 ივეტი (74. ს.კ.), 4:2 ოუენი (81)
გაფრთხილება: ფლეტჩერი, ოუენი - ვუგანი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 9-5; კარში დარტყმა: 14-10 (7-5); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 75 400
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 3:3
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი, ენრიკე - რ. ტეილორი, ბარტონი, გათრი (72. ბესტი), შ. ფერგიუსონი (64. ლუალუა) - ლოვენკრანდსი (70. სმიტი), ამეობი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - რიდი, ოლსონი, მეიტე (46. პაბლო), შორი - ბრანტი, მულუმბუ, შარნერი (60. ტორნი), მორისონი, ტჩოი - ფორჩუნი (72. მილერი)
გოლები: 1:0 ტეილორი (16), 2:0 ლოვენკრანდსი (39), 3:0 ოლსონი (47 ს.კ.), 3:1 ტჩოი (62), 3:2 ტჩოი (71), 3:3 ტჩოი (90)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 4-8; კარში დარტყმა: 10-10 (6-5); თამაშგარე: 3-5; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 51 678
სტოკი-უიგანი 0:1
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, კოლინზი, შოუკროსი, უილსონი - პენანტი, უილენი, დილეპი, ეზერინგტონი (72. უაიტჰედი) - უოლტერსი, კ. ჯონსი (78. კარეუ)
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი, უოტსონი, დიამე - ნ’ზოგბია (90. მოზესი), როდალეგა (86. დი სანტო), სემონი (67. კლივერლი)
გოლები: 0:1 როდალეგა (78)
გაფრთხილება: ეზერინგტონი - ალკარასი, მაკარტი, ფიგეროა, ბოისი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-10; კარში დარტყმა: 12-7 (6-5); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 27 566
ტოტენჰემი-ბირმინგემი 2:1
ტოტენჰემი (4-4-2): კუდიჩინი - კაბული, ლ. კინგი, დოუსონი, როუზი - ლენონი, ჰადლსტოუნი (83. კრანჩარი), სანდრო, მოდრიჩი - დეფო, კრაუჩი (40. პავლიუჩენკო)
ბირმინგემი (4-5-1): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, კ. დევისი, რიჯუელი - ლარსონი (75. დერბიშირი), ფეჰეი, ბ. ფერგიუსონი, გარდნერი, ბიუსეჟური - ჯერომი
გოლები: 1:0 პავლიუჩენკო (49), 1:1 გარდნერი (79), 2:1 პავლიუჩენკო (90)
გაფრთხილება: ბ. ფერგიუსონი, რიჯუელი, გარდნერი, დერბიშირი (ყველა ბირმინგემი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 7-16; კარში დარტყმა: 15-7 (9-3); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 36 119
ვესტ ჰემი-სანდერლენდი 0:3
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - სპენსი, გებიდონი, ტომკინსი (55. იაკობსენი), ბრიჯი - ჰიტცლშპერგერი, კოლისონი, ბოა მორტე (61. პარკერი) - სირსი, ჰაინესი (54. ობინა), პიქვიონი
სანდერლენდი (4-5-1): მინოლე - ბერდსლი (67. რივეროსი), ა. ფერდინანდი, ონუოჰა, კოულბეკი - ალ მუჰამადი, ზენდენი, ჰენდერსონი, სესენიონი, მოლბრანკი - ასამოა (72. კუკი)
გოლები: 0:1 ზენდენი (17), 0:2 სესენიონი (51), 0:3 რივეროსი (90)
გაფრთხილება: ბერდსლი, მოლბრანკი (ორივე სანდერლენდი)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 8-8; კარში დარტყმა: 15-17 (8-12); თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 32 792
ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი 2:3
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ფოული, მენსიენი (46. ებანკს-ბლეიკი), კრედოკი, ელოკობი - ჯერვისი, ო’ჰარა, ჰენრი (85. გუედიოურა), ჰანტი - უორდი, ფლეტჩერი (90. ბერა)
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, ფ. ჯონსი, სამბა, ჟივე - ჰოილეტი (80. პედერსენი), ჯ. ჯონსი, ემერტონი, ნზონზი, ოლსონი - რობერტსი (75. მ.ბ. დიუფი)
გოლები: 0:1 რობერტსი (22), 0:2 ემერტონი (38), 0:3 ჰოილეტი (45), 1:3 ო’ჰარა (73), 2:3 ჰანტი (87)
გაფრთხილება: ჰენრი, კრედოკი, ჰანტი - სამბა
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 14-13 (6-9); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 29 009.