მანჩინი გაფრინდა

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აბუ დაბიში გაფრინდა, რათა ისტლენდელთა თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქს კლუბში ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ ელაპარაკოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა მწვრთნელსა და აღმასრულებელ დირექტორ გარი კუკს შორის. მუბარაქი „სიტის“ ადმინისტრატორ ბრაიან მერვუდსაც გაუბრაზებია. მერვუდს უთქვამს, რომ გუნდს სასაწრაფო პროფილაქტიკა სჭირდება, არადა ლაპარაკია „მანჩესტერ სიტიზე“, რომელმაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო და პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.

მანჩინი ჩივის, რომ ზაფხულის სატრანსფერო აქტივობასთან დაკავშირებით მის შეხედულებებს არც კუკი იზიარებს და არც მერვუდი. მოგეხსენებათ,
შემდეგ სეზონში ისტლენდელები პრემიერლიგასა ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული