არსენი და ქარიმი

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი „რეალისგან“ 23 წლის ფრანგი თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას ყიდვას ცდილობს. მეთოფეები აცხადებენ, რომ საფხულის სატრანსფერო ბაზარზე უკიდურესად აქტიურები იქნებიან. ცნობისათვის: ბენზემა დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი ანუ 40 მილიონი ევრო ეღირება.

ბენზემას, რომელმაც გასულ სეზონში, „რეალის“ შემადგენლობაში, 48 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა, მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ვენგერმა თქვა:

„ქარიმის ყიდვა სულაც არ ჩანს წარმოუდგენელი. ამასთან, ბენზემა სწორედ იმ სტილის ფეხბურთელია, მე რომ მიყვარს. ის ჭკვიანია. მისი გადაადგილება კომბინაციის საშუალებას იძლევა. ამასთან, ქარიმს შეუძლია ინდივიდუალური გარღვევებითაც მიაღწიოს
შედეგს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ერთი სიტყვით, მე თუ მკითხავთ, ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია“.

არსენ ვენგერს ახალი მოთამაშეების მოზიდვის გარდა, ძველების შენარჩუნებაც სჭირდება. ასე მაგალითად, „არსენალიდან“ 25 წლის გაელ კლიში აპირებს წასვლას. კლიში, რომელიც ვენგერისა და ზემოთ ნახსენები ბენზემას თანამემამულეა, „ინტერი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან. მას „არსენალში“ ერთი წელიწადი დარჩა გასატარებელი. მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტი ანუ 8 მილიონ ევროზე ცოტა მეტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული