კრაუჩს ბრუსი უმიზნებს

AutoSharing Option
„სანდერლენდის“ თავკაც სტივ ბრუსს „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, 30 წლის პიტერ კრაუჩის გადაბირება უნდა. როგორც ამბობენ, არც „სფურზია“ კრაუჩის გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ 10 მილიონ ფუნტზე იაფად არ დათმობს. ეს ის თანხაა, რომელიც „დეზებმა“ მაღალ ცენტრფორვარდში ორი წლის წინ გადაიხადეს.

ბრუსს კრაუჩის გამოცდილება ხიბლავს. მან „სანდერლენდი“ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე გაიყვანა და ახლა, განვითარების ახალ სიმაღლეებს ეშურება. ამასთან, მწვრთნელს „ტოტენჰემისთვის“ გადასახდელი ფული აქვს: „იანვარში“ დარენ ბენტი „ასტონ ვილას“ მიჰყიდა და სანაცვლოდ 24 მილიონი ფუნტი მიიღო.

იმასაც ამბობენ, რომ კრაუჩის გაყიდვასთან
დაკავშირებით „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მწვრთნელი ჰარი რედნაპი თავდამსხმელის შედარებით იაფად გაყიდვაზეც არ იტყობა უარს, თავმჯდომარე დევიდ ლივი კი 2009 წელს გადახდილი უკანასკნელი პენის დაბრუნებასც კი ითხოვს.

რედნაპი ვახსენეთ და დავძენთ, რომ „დეზების“ თავკაცს 2011-12 წლების სეზონში ახალი გუნდის გამოყვანა სურს და შესაბამისად თავდასხმაშიც ახალი კაცი სჭირდება. ამბობენ, რომ ასეთად მას ფრანგული „ლორიანის“ 24 წლის თავდამსხმელი კევინ გამეირო ესახება, თუმცა ყველაფერს „ჩელსიდან“ 33 წლის დიდიე დროგბას გადაბირება ურჩევნია.

კრაუჩს „ტოტენჰემის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილის მოპოვება უჭირს. გასულ სეზონში მან 40-ზე მეტ შეხვედრეში მიიღო მონაწილეობა, ბევრ მათგანში ის მოგვიანებით, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯამში 12 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული