დეფო ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ჯერმაინ დეფო მაჯის ტკივილის გამო ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 28 წლის თავდამსხელმა ხელი პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო. იმ დღეს „დეზებმა“ „ბირმინგემს“ 2:1 მოუგეს.

ექიმებმა თქვეს, რომ დეფომ ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარი აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოს. შესაბამისად, ინგლისელთა იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო თავდასხმაში კრიზისის პირისპირ რჩება. მოგეხსენებათ, მას არც დაშავებული ენდი ქეროლი ეყოლება და არც დისკვალიფიცირებული უეინ რუნი. კაპელოს განკარგულებაში რჩებიან დარენ ბენტი, პიტერ კრაუჩი და ბობი ზამორა. კიდევ, ინგლისელთა თავკაცს შეტევის უნარის მქონე
ნახევარმცველებზე შეუძლია დაყრდნობა. ასეთები გახლავან თეო უოლკოტი, ჯეიმს მილნერი და ეშლი იანგი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული