არ გაინტერესებთ, რატომ აღმოჩნდა 30 წლის აფრიკელის სხეულში აკრძალული ნივთიერება? მეუღლეს რაღაც დიეტური აბი მიუცია. ხუთშაბათს, ლონდონში გამართულ საქმის გარჩევაზე ტურემ აბის ამბავი აღიარა, თუმცა დასძინა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალული ნივთიერება განზრახ არ მიმიღია და სასჯელი შემიმსუბუქოთო. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის საგანგებო კომისიამ წაიკითხა
კი მაგრამ, განა ვერდიქტის გამოტანიდან ექვსი თვე სექტებმერში გადის? - იკითხავს ვინმე. საქმე ის გახლავთ, რომ ტურეს დისკვალიფიკაცია დოპინგის ამბის გამომჟღავნებისთანავე მიუსაჯეს, ეს კი მარტში მოხდა. შესაბამისად, მომავალ სეზონში მას მხოლოდ და მხოლოდ არასრული თვის გაცდენა მოუწევს. ფეხბურთის ასოციაციამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:
„ტურეს დანაშაული ის გახლავთ, რომ აბის მიღების წინ სიფრთხილე არ გამოიჩინა და არ შეისწავლა ის რა ნივთიერებებს შეიცავდა. პროფესიონალი ფეხბურთელი, საქმიანობიდან გამომდინარე, ვალდებულია გაცილებით მეტი დაკვირვებით მოეპყრას მედიკამენტებს“.
კიდევ, ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ამიერიდან, ორი წლის განმავლობაში, კოლო ტურე დოპინგკონტროლის ლაბორატორიების მხრიდან საგანგებო ყურადღების ქვეშ მოექცევა. რამდენადაც ცნობილია, კომისიის ასეთი დადგენილებით „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არ დარჩენილან. შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა ორი წელიწადი ყოფილიყო.
ტურემ თქვა: „გასული გაზაფხული ჩემთვის მძიმე იყო. ძალიან ვწუხვარ მონაწილეობა რომ ვერ მივიღე ასოციაციის თასის მოგებასა და პრემიერლიგის წარმატებულ შეხვედრებში, თუმცა როდესაც გავიგე, რომ სექტემბრიდან მოედანზე დავბრუნდები, გულს მომეშვა. დიდი მადლობა ფეხბურთის ასოციაციის საგანგებო კომისიას, ჩემს არგუმენტებს რომ მოუსმინა და ისინი გაითვალისწინა“.