საიდან აღარ შევიდა ფსონები. „სანი“ წერს, რომ მავანმა სამხრეთ აფრიკელმაც კი დადო გვარიანი თანხა - ეს კაცი, თურმე, სწორედ რედნაპის „ჩელსიში“ მისვლას წინასწარმეტყველებს. ასეთი არეულობა კი, ბუნებრივია, ტოტალიზატორებს დააფრთხობდა და კოეფიციენტს შეამცირებინებდა.
ერთ-ერთი ინგლისური ტოტალიზატორის პრეს-წარმომადგენელმა განაცხადა: „კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. რედნაპისა და „ჩელსის“ გარშემო ისეთი ამბავი ატყდა, რომ შესაძლოა, მართლაც ხდება რამე“.
ჟურნალისტებმა, რასაკვირველია,