დიდი სემი დაჩიავებულ "ვესტ ჰემში"

AutoSharing Option
დიდ სემად წოდებულმა 56 წლის ინგლისელმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა „ვესტ ჰემთან“ ყველა პირობა შეათანხმა და პრემიერლიგიდან ჩემპიონშიპში გავარდნილი გუნდის დაუყოვნებლივ ზემოთ დაბრუნებას შეუდგება.

ამ უქმეებზე სემი ძმაკაც სტივ ბრუსთან („სანდერლენდის“ მწვრთნელია) ერთად სანდერლენდში Take That-ის კონცერტს დაესწრო, მანამდე კი „ჩაქუჩების“ თანამეპატრონე დევიდ სალივანს შეხვდა და გაურიგდა - იმ შემთხვევაში თუ დიდი სემი „ვესტ ჰემს“ ერთ სეზონში დააბრუნებს პრემიერლიგაში, სალივანი მას პრემიის სახით 1 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

ამრიგად, „აპტონ პარკის“ მაყურებელს აღარ სჭირდება ცნობილ მწვრთნელზე ოცნება. ელერდაისი მათთან არის. შეგახსენებთ, რომ
ეს ის კაცია, რომელმაც არაფრისმთქმელი „ბოლტონი“ პრემიერლიგის ერთ-ერთ კარგ გუნდად აქცია.

შეგახსენებთ, რომ დიდი სემი ხუთი თვის წინ „ბლექბერნმა“ გაუშვა სამსახურიდან. „ბლექბერნამდე“ ის „ნიუკასლს“ ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული