„პიტერბორომ“ 48 ათასზე მეტი მაყურებლის თანდასწრებით 3:0 მოუგო „ჰადერსფილდს“. მატჩის შემდეგ, ბედნიერმა „ფერგი უმცროსმა“, რომელიც 39 წლისა გახლავთ, თქვა:
„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ მამაჩემის სახეზე ღიმილი დააბრუნა. პირადად მე კი, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს ასეთი ბედნიერი
უცნაური წელიწადი ჰქონდა უმცროს ფერგიუსონს. „პიტერბოროში“ ის მხოლოდ იანვარში გადავიდა. მანამდე „პრესტონ ნორთ ენდში“ ჰქონდა ცუდი პერიოდი. საინტერესოა, რომ ფერგიუსონის „პიტერბორომ“ რეგულარულ ჩემპიონატში „ჰადერსფილდზე“ 8 ქულით ნაკლები მოაგროვა, მაგრამ პლეი ოფის შეხვედრაში, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად აჯობა მოწინააღმდეგეს.
„მამამ „ბარსელონასთან“ რომ წააგო, მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით და გვინდოდა მდგომარეობა რამენაირად გამოგვესწორებინა - განაგრძო უმცროსმა ფერგიუსონმა - თამაში დამთავრდა თუ არა, მამას ტელეფონით ველაპარაკე და ვიგრძენი, რომ მას ძალიან გაუხარდა. ის სტადინოზე არ წამოვიდა, რადგან მე ვუთხარი, შენ ჩვენი გუნდისთვის თარსი ხარ, მეთქი - ნახევარფინალში ჩვენი და „დომზის“ შეხვედრას დაესწრო და დავმარცხდით. არა, ისე არ გამიგოთ, რომ მამას სტადიონზე მოსვლა ავუკრძალეთ, უბრალოდ, თავი დავიზღვიეთ და შინ დარჩა“.
ზემოთ ვახსენეთ, რომ უმცროსი ფერგიუსონი იანვრამდე „პრესტონს“ ედგა სათავეში. და იცით, „პრესტონს“ რა ბედი ეწია? სწორედ იმ ჩემპიონშიპიდან გავარდა, სადაც „პიტერბორო“ გადავიდა.
„არა, გულღრძო კაცი არ ვარ და „პრესტონის“ გავარდნა არ გამხარებია - განაგრძო დარენ ფერგიუსონმა - თან, ახლა, მხოლოდ ჩვენს გამარჯვებაზე ვფიქრობ. მინდა ეს დღე რაც შეიძლება ცხადად შევინახო მეხსიერებაში“.