გახარებულმა როჯერსმა თქვა: „თამაშის წინ როდმა მესიჯი მოგვწერა, თუ მოიგებთ, ჩემს კონცერტზე სცენაზე აგიყვანთო, ასე რომ ახლა დიდი ზეიმი გველის. სცენიდან ვნახავთ, როგორ მღერის როკის ლეგენდა უკვდავ სიმღერებს „მეგი მეისა“ და „სეილინგს“. როდზე ჭკუა მეკეტება. ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს დღე. ერთადერთი, იმედი მაქვს, არ
„სუონსის“ დრო არ დაუკარგავს, პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 3:0-ს იგებდა. ზემოთ სინკლერი რომ ვახსენეთ, მან შესვენებამდე ორი შეაგდო - ერთი პენალტით. მესამე სტივენ დობიმ გაიტანა.
შესვენების შემდეგ „რედინგი“ გამოცოცხლდა და, თითქოს, გადარჩენის შანსიც მიეცა - ჯერ იყო და ჯო ელენმა თავის კარში შეაგდო, შემდეგ კი მეტიუ მილსმა თავურით სხვაობა ერთამდე შეამცირა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე სინკლერმა წერტილი დასვა.
22 წლის სინკლერმა, რომელიც 2005-2010 წლებში „ჩელსის“ ეკუთვნოდა, მაგრამ სხვადასხვა გუნდებში აქირავებდნენ, 2010 წლიდან კი „სუონსი სიტის“ მოთამაშე გახდა, თქვა:
„ახლა გამარჯვება უნდა დავაგემოვნოთ. ამწუთას ყველა ბედნიერია, დღეს ყველა დათვრება. ჩემი აზრით ამ წარმატების სულისჩამდგმელი ჩვენი მწვრთნელი იყო. მან საოცრად გააკეთა თავისი საქმე“.
რასაკვირველია, „სიტიმ“ წარმატება სუონსის ქუჩებში მსვლელობითაც აღნიშნა.
სალამი კარლოსს
კარლოს ტევესი არგენტინის ნაკრებს უბრუნდება. „მანჩესტერ სიტის“ 27 წლის თავდამსხმელი არგენტინელთა ეროვნული გუნდის თავკაც სერხიო ბაპტისტას შარშანდელი ნოემბრის შემდეგ აღარ გამოუძახია. მაშინ, ყატარში, არგენტინა ბრაზილიას უნდა შეხვედროდა. მეზობლები ასე შორს საჩვენებელ ამხანაგურ მატჩს მართავდნენ და ტევესმა მასში მონაწილეობა არ მიიღო, რამაც ბატისტა გააბრაზა.
„დღეს ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარებულია, - ამბობს ტევესი. - ჩვენ კაცურად, პირისპირ ვილაპარაკეთ და ვის რა პრეტენზია გვქონდა, გავარკვიეთ. ბატისტამ მითხრა, რომ ჩემთან პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, მე ყოველთვის სწორად ვიქცეოდი“.
როდესაც ტევესზე ვლაპარაკობთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ კვირას ის თავისი ყოფილი გუნდის, „ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივრის წინაშე წარსდგა. „ლა ბომბონერაზე“ მას მეტად თბილად შეხვდნენ. მოგეხსენებათ, ისტლენდელთა ფორვარდს ნათქვამი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბოკაში“ აუცილებლად დაბრუნდება. ამჯერად, ასეთ ტრანსფერზე ლაპარაკი ფინანსურ საკითხთა გამო შეუძლებელია.