არ დაგვავიწყდეს: „სიტიმდე“ მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები ეთაყვანებოდნენ. თუმცა, ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხელფასი ჰქონდა, თქვა, რომ მარბელაში გადასახლება ურჩევნია. ცნობისათვის: მარბელა ქალაქია ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის
გულსატკენი სიტყვები არგენტინელმა სამშობლოში, სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკა. მან თქვა, რომ მანჩესტერში სახლს ქირაობდა, რადგან იქ საცხოვრებლის ყიდვა უაზრობაა. შოუს წამყვანმა, სუსანა ხიმენესმა მიზეზი ჰკითხა. ხიმენესს დააინტერესა ასეთი დამოკიდებილება სამხრეთელი კაცისთვის უჩვეულო ჩრდილოურმა ამინდმა ხომ არ განაპირობა, რაზეც ტევესმა მიუგო:
„არც ამინდი ვარგა და არც სხვა რამ. ამ ქალაქს კარგი არაფერი აქვს“.
შემდეგ ქალბატონმა ხიმენესმა შოუში კიდევ ერთი არგენტინელი ვარსკვლავი, მოდელი ევანხელინა ანდერსონი მიიპატიჟა და ტელემაყურებელს მოახსენა, რომ მან მარბელაში სახლი შეიძინა. ამაზე ტევესს გაეცინა:
„ჰო, მაგრამ მარბელა მანჩესტერისგან ძალიან განსხვავდება. მარბელაში აგარაკის ყიდვა, რასაკვირველია, დიდებულია, მანჩესტერში კი აღარასოდეს ჩავალ, არც შვებულებაზე და არც სხვა მიზეზით. მარბელაში მეც სიამოვნებით შევიძენდი სახლს. იქ, შეიძლება სანაპიროსთან დასახლდე და ზაფხულობით დაისვენო. თან, მანჩესტერში სახლი ექვსი-შვიდი მილიონი ფუნტი ღირს და ქირაობა გაცილებით მომგებიანია“.
„ჰო, ინგლისი მართლაც ძალიან ძვირი ქვეყანაა“ - ჩაურთო ქალბატონმა ხიმენესმა.
„უბრალოდ სხვა სამყაროა“ - უპასუხა ტევესმა.
შემდეგ, პრემიერლიგის თანაბომბარდირმა (ტევესმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელმა თავდამსხმელმა, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვმა 20-20 გოლი გაიტანეს, თუმცა „იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ბერბატოვი გაზაფხულზე ხშირად რომ ეთამაშებინა, ტევესს მასთან გათანაბრება ძალიან გაუჭირდებოდა) ილაპარაკა, რამდენად მარტოსულად გრძნობს თავს ინგლისში და რა ბებნიერია არგენტინაში. მან თქვა:
„მე ახალი მეგობრების გაჩენა არ შემიძლია. ყოველთვის ჩემს ოჯახთან და ბავშვობის ძმაკაცებთან ვარ. მეტიც, სახლიდან არც კი გავდივარ, ხოლმე. ბუნებით სახლში მჯდომი ადამიანი ვარ. როდესაც მამა და ძმაკაცები მაკითხავენ, კარგ დროს ვატარებთ, ბარბეკიუს ვაწყობთ, მათ გარეშე კი მოწყენილი ვარ. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მოწყენილი ვიყავი. ამ პერიოდის გადაგორება ძალიან გამიჭირდა“.
ამის შემდეგ, შოუს წამყვანმა ფეხბურთელს მხარი აუბა და ბრძანა, თქვიენი მხრიდან ინგლისში ცხოვრება მართლაც დიდი მსხვერპლის გაღებააო.
კარლოს ტევესი არგენტინაში შვებულების გასატარებლად არის ჩასული. შოუში, ის ყოფილ ცოლთან, ვანესა მანსილიასა და ქალიშვილებთან, ფლორენსიასა და კეტისთან ერთად იყო მისული. „სიტის“ ფორვარდი მანსილიას არგენტინელი მოდელის, 19 წლის ბრენდა ასნიკარის გამო გასცილდა.
ტევესმა სამხრეთ ამერიკა 2006 წელს დასტოვა, როდესაც „ვესტ ჰემში“ გადავიდა. შემდეგ, თავდამსხმელი ლონდონიდან მანჩესტერში გადაბარგდა, სადაც ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა (2007-2009 წლებში 34 გოლი გაიტანა), შემდეგ კი თავი „სიტიში“ ამოჰყო. უნდა ითქვას, რომ მანჩესტერში თავის სკანდალურ ისტორიაში გაყოფა მისთვის უცხო საქმე არ არის.
„ინგლისიდან წასვლა მინდა. ექვსი წელიწადია რაც ამ ქვეყანაში ვთამაშობ და ამ ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთ შობა და ახლი წელიწადიც კი არ გამიტარებია. მეტსაც გეტყვით, საერთოდ, ფეხბურთელის ცხოვრება არ მიყვარს“.