ჰენდერსონი "ლივერპულს" მიუახლოვდა

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედს“ იმედი ჰქონდა, რომ „სანდერლენდის“ 20 წლის ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონს გადაიბირებდა, მაგრამ საქმეები ისე წავიდა, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ინგლისის ნაკრებში ჯერჯერობით ერთი თამაში აქვს ჩატარებული, „ლივერპული“ უფრო შეიძენს. ყოველ შემთხვევაში, თავად ჰენდერსონს მერსისაიდზე უნდა გადაბარგება.

მოვლენათა ასეთი განვითარება არც „შავი კატების“ თავკაც სტივ ბრუსს აძლევდა ხელს. საქმე ის გახლავთ, რომ ბრუსს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დარონ გიბსონის, დენი უილბეკის და ვეს ბრაუნის ყიდვა უნდოდა და ფიქრობდა, რომ მათ საფასურს მთლიანად ფულით კი არ გადაიხდიდა, არამედ გარკვეულ ნაწილს ჰენდერსონში გაქვითავდა. ახლა „სანდერლენდის“
თავკაცს თანხა სრულად აქვს მოსაძიებელი.

ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს „ლივერპული“, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იყიდის. „წითლებს“ ამ საქმისთვის 18 მილიონი ფუნტი აქვთ გადადებული. სხვათაშორის, მერსისაიდისკენ უჭირავს გეზი „იფსვიჩის“ 18 წლის თავდამსხმელ კონორ უიკჰემსაც, რომლის შეძენა კენი დალგლიშს თავიდან იაფად უნდოდა, მაგრამ შემდეგ 10 მილიონი ფუნტის გამეტება მოუხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული