ქოჩორა ბიჭი უეინი

AutoSharing Option
უეინ რუნი შვებულებაში წავიდა, მაგრამ, მანამდე თმა გადაინერგა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის ვარსკვლავი აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, დალილავებული და სისხლით მოთხუპნული ჩანდა - ასე სცოდნია ოპერაციას. სამაგიეროდ, მომავალი სეზონიდან ის ფანების წინაშე ძველებურად მელოტი აღარ წარსდგება.

ინგლისური ფეხბურთის გამორჩეულმა ფიგურამ ორი დღე ცენტრალურ ლონდონში, „დედოფალი ანას ქუჩის მედიცინის ცენტრში“ გაატარა. რასაკვირველია, ასეთი ამბის დამალვას არანაირი აზრი არ ჰქონდა და ამიტომაც იმთავითვე გულწრფელად უამბო ყველაფერი თავის მეგობრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ცნობისათვის: რუნის „ტვიტერში“ 770 000 მეგობარი ჰყავს.

„თმა გადავინერგე, რითაც ძალიან კმაყოფილი
ვარ“ - დაწერა რუნიმ.

მოგვიანებით, რუნიმ იმავე „ტვიტერში“ თავისი ხელით გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და ასეთი ტექსტი მიაწერა: „ყველას გაუმარჯოს. აი, ჩემი თავი. ჯერ ცოტა სისხლიანია, მაგრამ არა უშავს. ეს ჩვეულებრივია რამ არის, ასეც უნდა იყოს. რამდენიმე თვეში თმა გამეზრდება“.

რუნის დაუყოვნებლივ გამოეხმაურა „ტვიტერის“ დიდი ჭია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 32 წლის ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი. მან დაწერა: „ერთი სული მაქვს, როდის გნახავ ვარჯიშის შემდეგ სარკესთან დამდგარს, რათა „ალა რონალდო“ ვარცხნილობა დაიყენო“.

რუნიმ უპასუხა: „ჰა, ჰა. მანამდე ჯერ თვეებია“.

შემდეგ კი ვარსკვლავი მეუღლე კოლინთან და ორი წლის ვაჟ კაისთან ერთად, ბარბადოსზე გაემგზავრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული