ფულჰემის არც თუ ისე იოლი გზა

AutoSharing Option
ლონდონის “ფულჰემმა” თავისსავე ვებგვერდზე დაადასტურა, რომ გუნდს მომავალი სეზონიდან ჰოლანდიელი მარტინ იოლი ჩაიბარებს. ამ პოსტზე ის უელსელ მარკ ჰიუზს შეცვლის, ვინც “ქრეივენ კოტეჯი” სულ რაღაც ერთი კვირის წინ დატოვა.

იოლი კლუბის ბაზაზე ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ინგლისში მალე ჩავა და მუშაობას შეუდგება. 55 წლის სპეციალისტმა ლონდონელებთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, ხელშეკრულება ავტომატურად 12 თვით გაგრძელდება.

“მე ბედნიერი ვარ, რომ ამიერი
დან “ფულჰემში” მუშაობა მომიწევს. ეს გუნდი ხომ იმითია ცნობილი, რომ ყოველთვის შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სოლიდური საფუძველი აქვს ჩაყრილი და უერთგულესი ფანები ჰყავს. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გავხდე ამ დიდი ოჯახის წევრი. მადლობა ყველას, ვინც მე ამხელა ნდობა გამომიცხადა,” – განუცხადა კლუბის ვებგვერდს მწვრთნელმა.

ჰოლანდიელისთვის ეს არ იქნება პირველი კლუბი ინგლისურ ლიგაში. 2004-დან 2007-მდე ის ხომ “ტოტენჰემს” ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “დეზებმა” ორჯერ დაიკავეს იმ დროისთვის სარეკორდო მე-5 ადგილი (რაც შარშან ჰარი რედნაპმა გააუმჯობესა). მას უმუშავია მშობლიური ჰოლანდიის ლიგის უამბიციო კლუბებში, კერძოდ “როდასა” და “ვაალვაიკში”, ასევე გერმანულ “ჰამბურგში”. იოლის კარიერის პიკად შეიძლებოდა “აიაქსი” ქცეულიყო, მაგრამ იოჰან კრუიფის თქმისა არ იყოს, მას ამისთვის აიაქსელობა არ ეყო და ასეთი დიდი სახელის მქონე კლუბში შექმნილ წნეხს ვერ გაუძლო. შესაბამისად, ის ამსტერდამული გრანდიდან დროზე ადრე გაუშვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული