ეს სამარცხვინო გიგზი

AutoSharing Option
ინგლისურმა პრესამ გამოქექა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 37 წლის ვარსკვლავი, რაიან გიგზი, რომელსაც საკუთარი ძმის, როდრის ცოლ ნატაშასთან რომანი ჰქონდა, მდგომარეობიდან გამოძვრომას ფულით ცდილობს.

რაიანს როდრისთვის შეუთვლია, თუ ამ ისტორიის მეტ დეტალებს აღარ გამოამზეურებ 250 ათას ფუნტს მოგცემო. შეგახსენებთ, რომ ნატაშა, რომელიც უმცროსმა გიგზმა ცოლად დაახლოებით ერთი წლის წინ მოიყვანა, თუმცა მანამდე მასთან ვაჟი ჰყავდა, რვა წლის განმავლობაში „იუნაიტედის“ ვარსკვლავის საყვარელი იყო.

რაიან გიგზი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ბოლო დრომდე სანიმუშო მეოჯახედ იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც გაირკვა, სასიყვარულო თავგადასავლების
დამალვის უნიკალური უნარი ჰქონია. თუმცა, ბოლოს და ბოლოს უელსელს საქმეები აერია და ჯერ ტელეშოუ Bიგ Bროტჰერ-ის მონაწილის, იმოგენ ტომასის ამბავი გაუმჟღავნდა, შემდეგ კი საკუთარი რძლის.

ოჯახის საქმეებში ჩახედულმა მავანმა ადამიანმა კი ტაბლოიდებს განუცხადა, რომ გიგზი სხვა სასიყვარულო ისტორიების გახმაურებას ელოდება და ძმას, რომელმაც მის შესახებ აშკარად ბევრი რამ იცის, ამიტომაც სთავაზობს ფულს.

ძმისგან და ცოლისგან ნაღალატები როდრი გიგზი სახლიდან წავიდა და მეგობართან, უელსში ცნობილ ტელეწამყვანთან უილ მელორთან ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მან მან საქმე იმავე იურიდიულ ფირმასთან დაიჭირა, რომელიც ერთი ხნის წინ მისი უფროსი ძმისა და იმოგენ ტომასის სასიყვარულო ურთიერთობის დამალვას ცდილობდა. გაზეთები წერენ, რომ უმცროს გიგზს ამ ფირმისთვის გადასახდელი ფული არ ექნება და სწორედ ამით სარგებლობს რაიანი, ამიტომ სთავაზობს მას ფულს დუმილის სანაცვლოდ.

ოჯახის საქმეებში გარკვეულმა ადამიანმა თქვა: „როდრი ამბობს, რომ რაიანი მის გაჩუმებას ცდილობს. მან ძმას უკვე დაუსახელა კონკრეტული თანხა, 250 ათასი ფუნტი. საბრალო როდრი განადგურებულია და არ იცის რა გააკეთოს, როგორი საქციელი მოიტანს უკეთეს შედეგს. ერთი მხრივ 250 ათასი ძალიან დიდი თანხაა, რომელსაც ის სიამოვნებით აიღებდა, მეორე მხრივ კი, რაიანის საქციელით დაზაფრულია. მისთვის უკვე გასაგებია, ვინ იმალება წესიერი კაცის იერის უკან“.

ცნობისათვის: გაზეთმა „სანმა“ გაარკვია, რომ მოღალატე ცოლს, ნატაშას ფეხბურთელებიდან მხოლოდ რაიან გიგზთან როდი ჰქონია რომანი. სხვადასხვა დროს ის, თურმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ფეხბურთელებს, კერძოდ კი დენი სიმპსონს, ფილ ბერდსლის და დუაიტ იორკსაც ჰყვარობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც ”სანის” მორიგი ნაბოდვარი მგონია. მათ ხომ ოღონდ რამე სკანდალური დაწერონ და ყველაფერზე წავლენ და მოიგონებენ
გიო
22:44 12-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული