მასში მერსისაიდელებმა „სანდერლენდს“ 20 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ხელფასად კვირაში 60 ათასი დაუნიშნეს. სხვა სიტყვებით, „ენფილდ როუდის“ ლეგენდა, კენი დალგლიში მას თავისი დიდი რეორგანიზაციისა თუ „რევოლუციის“ საკვანძო წევრად აღიქვამს.
არადა, სანდერლენდში დაბადებული ბიჭუნა სულ ორი წელიწადია, რაც ასპარეზზე გამოჩნდა. ინგლისის ამ რეგიონში, რომელსაც უიერსაიდი ჰქვია, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი კუთხის შვილი ასე უცბათ აიჭრებოდა ცის კაბადონზე. ვერავინო რომ ვამბობთ, ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით
სულ პატარას, უკანა ეზოში მამა ბრაიან ჰენდერსონი ეთამაშებოდა. მშობლის თვალმა მაშინვე შეატყო, რომ ბიჭუნა ბურთს მეტისმეტად სერიოზული სახით, მოწადინებული დასდევდა. სწორედ ბრაიანმა უთხრა გაზეთ „სანს“, რომ მისი ვაჟი დღემდე ბურთის ერთგული დარჩა. ის არ სვამს, ღამღამობით კლუბებში არ დადის. აუცილებლად პოულობს დროს რათა თავის სკოლაში მივიდეს და მოსწავლეებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. და, რაც მთავარია, ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს.
ბრაიან ჰენდერსონმა თქვა: „მე ყოველთვის ჯორდანის კრიტიკოსი ვიყავი, მაგრამ ის დაუზარლად მუშაობდა და ახლა ნაყოფს იმკის. მას ისე უყვარს ფეხბურთი, რომ მისი გულისთვის ძალიან ბევრ რამეზე ამბობს უარს. ასე მაგალითად, ის არასდროს დადის კლუბებში, ფხიზელი ცხოვრებით ცხოვრობს და, რომ არ დაგიმალოთ, ფეხბურთის მეტი საერთოდ არაფერი აინტერესებს.
ვიცი, შესაძლოა, შიგადაშიგ გული სწყდება ძმაკაცებთან რომ არ არის, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ სმა შეუძლია ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 35 წლისამ დაიწყოს.
ერთადერთხელ მახსოვს, რომ ფეხბურთსა და ფეხბურთს შორის გოლფი ითამაშა, ისიც განტვირთვისთვის. შვიდი წლის ასაკიდან დღეში სამჯერ მხოლოდ ფეხბურთში ვარჯიშობს. კარგად მახსოვს, 8 წლისა რომ იყო, ის მომიტრიალდა და საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებულმა მითხრა, მამა, მე პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვალო. მონდომება და ყურადღების კონცენტრაცია ყოველთვის განსაკუთრებული ჰქონდა“.
ჰენდერსონის ნიჭიერებაში ეჭვი არავის არასდროს შეპარვია, მაგრამ ბავშვობაში იყო მომენტი, როდესაც „სანდერლენდის“ მწვრთნელებმა სიგამხდრის გამო დაიწუნეს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო აღნაგიც გახდა. 16 წლისას 18 წლამდელთა გუნდში ათამაშებდნენ და მამამისიც ამაყად დააბიჯებდა უიერსაიდის მიწაზე.
ბუნებრივია, თავად ჯორდანიც ძალიან ამაყობდა. ბავშვობიდან „შავი კატების“ ქომაგი, ხომ საყვარელ გუნდში გამოდიოდა, თუმცა, ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვათ, რომ „ლივერპულის“ ფანებმა შეიძლება თავში ხელი შემოიკრან: „სანდერლენდის“ გარდა პატარა ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გულშემატკივრობდა. შარშან, როდესაც ჯორდან ჰენდერსონი ახალგაზრდათა ევრო 2011-ს შესარჩევ შეხვედრებში სათამაშოდ გამოიძახეს, რუმინეთში, მატჩის წინა დღეს ჟურნალისტებს ასე ელაპარაკა:
„პატარაობაში ჩემი გმირები დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი იყვნენ. რასაკვირველია, საყვარელი ფეხბურთელები „სანდერლენდშიც“ მყავდა, მაგრამ ეს ორი მანჩესტერელი კერპებად მყავდნენ. როდესაც ვიზრდებოდი, „იუნაიტედი“ საოცარი გუნდი იყო, სადაც უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ: ბექჰემი, გიგზი, სქოულზი, კინი...“
აი, ფეხბურთელის მამა, ბრაიან ჰენდერსონი კი „შავ კატებს“ არასდროს უღალატებს.
„არ დაგიმალავთ, საკმაოდ მწარე მომენტი იყო, როდესაც შევიტყე, რომ ჯორდანი სათამაშოდ „ლივერპულში“ გადადიოდა — თქვა მამამ — რასაკვირველია, როგორც მამას გული სიამაყით ამევსო, მაგრამ, როგორც „სანდერლენდის“ ფანს 47 წლიანი სტაჟით, მეწყინა, რომ ის „შავ კატებს“ სტოვებდა. მთელი ჩვენი ოჯახი „სანდერლენდის“ გულშემატკივარია, ასევეა თავად ჯორდანიც და მერწმუნეთ, ჩემთვის არასდროს არაფერი შეედრება იმ განცდას ჩემი შვილი „სთედიუმ ოფ ლაითზე“ რომ დავინახე.
მესმის, როგორ არა, „ლივერპული“ „სანდერლენდზე“ ამბიციური გუნდია, ტიტულების მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, თან, იქ სტივენ ჯერარდისა და ჯეიმი კარაგერის მხარდამხარ შეიძლება თამაში, მაგრამ საკუთარი შვილის სხვა გუნდში ნახვა ცოტა მაინც მეუცნაურება“.