სხვას ვინ აპატიებდა ამდენს?!

AutoSharing Option
ფაბიო კაპელოს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ქვეყანა გაუშვებდა სამსახურიდან. რას იტყვით, არის თუ არა ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი? ვფიქრობთ, მარცვალის არის და მარცვალზე მეტიც. თავად მოსაზრება კი „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ვეტერან ვარსკვლავ ალან შირერს ეკუთვნის.

„ფაბიო კაპელო ინგლისში ჩამისვლამდე დიდ მწვრთნელად ითვლებოდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აშკარად ვერ მოერგო. ნაკრების თავკაცებს, ჩვეულებრივ, ერთი დიდი ტურნირის მიხედვით აფასებენ ხოლმე. კაპელომ ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა და, რად უნდა ლაპარაკი, რომ იქ ძალიან ცუდად გამოვიდა. ამაზე საპირისპირო
მოსაზრება არავის ჰქონია.

ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ქვეყანა, ასეთი შედეგის შემდეგ მწვრთნელს სამსახურიდან გაუშვებდა“.

თუმცა, ახლა, შირერის აზრით, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი სწორედ კაპელოს ხელმძღვანელობით უნდა ჩაატარტოს.

„ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, დღეს კაპელოს მოხსნა დაუშვებელია. შვეიცარიასთან ფრის მიუხედავად ჯგიფიდან რომ გავალთ და შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე მოვხვდებით, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - დააგვირგვინა ვეტერანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული