„ლურჯები“ იმედოვნებენ, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ფეხბურთელს, რომლის სატრანსფერი ღირებულებაც 15 მილიონი ფუნტის ტოლფასია, აიძულებს ლონდონის ერთი უბნიდან მეორეში გადავიდეს. მოდრიჩის დამატებით „ჩელსი“ იმ ნაკლს შეივსებს, რომელიც გასულ სეზონში ასე აშკარად გამოიკვეთა — გუნდს
„დეზების“ ვარსკვლავი „ტოტენჰემთან“ ჯერ კიდევ სამი წლით არის შეკრული, მაგრამ „ლურჯებს“ ის მიზანში ჰყავთ ამოღებული. ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩის ჯერჯერობით უმწვრთნელო გუნდს კიდევ ორი პოზიციაა აქვს გასაძლიერებელი: მარჯვენა მცველი და გარემარბი სჭირდებათ.
„ჩელსის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს გაანდო: „ის, რომ ჯერჯერობით მწვრთნელი არ გვყავს, არაფერს ცვლის. სატრანსფერო გეგმა შედგენილია და კლუბი მას მისდევს. სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოწერილია და მასში მოდრიჩს ზედა პოზიცია უკავია“.
გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი კი დარწმუნებულია, რომ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერების შემდეგ „ჩელსი“ სულ სხვანაირად ათამაშდება. ტერიმ თქვა:
„იანვარში ორი ფანტასტიკური ფეხბურთელი დავიმატეთ, ფერნანდო ტორესი და დავიდ ლუიზი. მათ ჩვენი თამაში აშკარად გაახალისეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში კიდევ შევიძენთ ახალ მოთამაშეებს რომლებიც ასევე დაატყობენ „ჩელსის“ თავიანთ დაღს“.
28 წლის განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი კი „რეალში“ არ გადავა და დასავლეთ ლონდონში დარჩება. ეს ესიენის აგენტმა ფაბიენ პივეტომ განაცხადა:
„ის და „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რეგულარულად ურეკავენ ერთმანეთს, რადგან საუცხოო ნაცნობობა აქვთ. ჟოზე ხომ „ჩელსის“ მწვრთნელი იყო და მათი მეგობრობაც სწორედ იმ დროიდან მოდის. რაც შეეხება ტრანსფერს, ამაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა, რადგან „რეალს“ ესიენის შესახებ „ჩელსისთვის“ არ მიუმართავს. თავად მიკაელსაც „სტემფორდ ბრიჯზე“ კონტრაქტის თანახმად კიდევ 4 წელიწადი აქვს გასატარებელი. ესიენი ლონდონში თავს საუცხოოდ გრძნობს. ის დიდებულ ქალაქშია და დიდებული გუნდის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც ყოველ კვირას საუცხოო მეტოქეებს ეთამაშება. რატომ უნდა წავიდეს სხვაგან?“