რასაკვირველია, მოდრიჩმა კარგად იცოდა, რომ რისკავდა. ის „უაით ჰართ ლეინზე“ გმირად მიაჩნიათ და სხვაგან გადასვლის სურვილი კლუბშიც და ტრიბუნებზეც, შესაძლოა, ღალატად ჩამოართვან. „ჩელსიში“ რომ ვერ გადავიდეს მოდრიჩს „შებღალული“ სახელით მოუწევს „სფურზში“ კარიერის გაგრძელება, მაგრამ მეორე მხრივ, საჯაროობა ხომ კლუბზე ზეწოლის ნაირსახეობაა.
„ახლა „ტოტენჰემის“
„ჩელსიმ“, „ტოტენჰემს“ თავიდან 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც რედნაპს სიცილად არ ეყო. მეორე წინადადება უკვე 30 მილიონი გახდა.
„მე მინდა გადავიდე „ჩელსიში“, რომელსაც ამბიციური მეპატრონე ჰყავს. „ლურჯებს“ პრემიერლიგის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება უნდათ. თან, „ჩელსიში“ გადასვლა ლონდონში დარჩენას ნიშნავს. მე მიყვარს ეს ქალაქი. ინგლისის დედაქალაქში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ასევე არიან ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც“.
გაზეთები წერენ, რომ ხორვატის ეს ნათქვამი ნათელს ჰფენს, რატომ არ იაქტიურეს უფრო მეტად მანჩესტერის გუნდებმა, „იუნაიტედმა“ და „სიტიმ“, რომელთაც ასევე სურთ მოდრიჩის ყიდვა. თურმე, ფეხბურთელს ლონდონიდან წასვლა არ უნდა და მათ ეს, სავარაუდოდ, იცოდნენ.
„არანაირი სურვილი არ მაქვს „ტოტენჰემთან“ ურთიერთობა გავიფუჭო. აქ სასიამოვნო წლები გავატარე და გულშემატკივრისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ასეა: მოთამაშეები კლუბებს ტოვებენ და არა იმიტომ, რომ იქაურობა არ მოსწონთ, არამედ მხოლოდ საფეხბურთო მიზეზების გამო. ასეთი რამ არც „ტოტენჰემისთვის“ არის უცხო. რა არის გასაკვირი თუკი უფრო დიდი კლუბში მინდა გადასვლა? მოკლედ, მე თავმჯდომარეს დაველაპარაკები, ოღონდ ტრანსფერს არ ვთხოვ, ეს ჩემი მხრიდან უღირსი საქციელი იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ „ჩელსი“ ყველა მხარისთვის მისაღებ წინადადებას იტყვის და კლუბები ბუნებრივად, თავად შეთანხმდებიან ყველაფერზე“ - დააგვირგვინა მოდრიჩმა, რომელიც ამჟამად შვებულებაშია.
„სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლივიმ მოდრიჩის გაყიდვაზე ამთავითვე უარი განაცხადა.
„მინდა ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ამ ზაფხულს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვას არ ვაპირებთ. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ. მომავლის „ტოტენჰემი“ უდიდეს მიზნებს დაისახავს და ამისათვის მაღალი დონის ფეხბურთელები გვჭირდება. მოდრიჩს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, რაც არ უნდა შემომთავაზონ მის სანაცვლონ, არ გავყიდი. „ჩელსის“ ჩვენი პოზიცია წერილობითი ფორმით გავუგზავნე. რატომღაც, ამ კლუბისთვის ეს საკმარისი არ არის. ვიმეორებ: მოდრიჩი არ იყიდება! თემას დახურულად ვაცხადებ!“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"