„დღეს ლუკა რომ გავყიდოთ, ხვალ გარეთ ბეილის გამო მოგვადგებიან. მოდრიჩის გაყიდვა, ფაქტობრივად, ბეილის მყიდველების მოპატიჟებას ნიშნავს, არადა, ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის გვჭირდება. ასეთი რამ „ვესტ ჰემში“ უკვე გადამხდენია და ვიცი მექანიზმი როგორც მუშაობს. მახსოვს, რიო ფერდინანდის გაყიდვაზე
ამრიგად, რედნაპი კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივის სატრანსფერო ბაზარზე გასვლასა და მოთამაშეების ყიდვას სთხოვს. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამით მოდრიჩს დაანახვებს, რომ „სფურზი“ სერიოზულად არის განწყობილი და უმაღლესი მიზნების მისაღწევად სხვა კლუბის ძებნა არ არის საჭირო. რედნაპმა განაგრძო:
„ლუკას გამარჯვებები, ტიტულების მოპოვება სურს. ჩვენ თუ გავძლიერდებით, ის დაინახავს, რომ ამას ჩვენთან ერთადაც შეძლებს. მოკლედ, მისი გაყიდვის საკითხს არც კი განვიხილავ. მასზე კარგ ფეხბურთელსა და კეთილ ადამიანს სხვას ვერსად ვიპოვნით. ამიტომაც, კლუბისთვის მოდრიჩის შენარჩუნება პრინციპული საკითხია. ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ, რომ თუ ერთი-ორ ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ, კიდევ ერთ კარგ სეზონს ჩავატარებთ და მერწმუნეთ, მოდრიჩისთვის უახლოესი წლების განმავლობაში სხვა კლუბის ძებნა აქტუალური არ იქნება. ჩვენი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგაში დავბრუნდეთ და გვინდა, რომ ამაში ლუკა დაგვეხმაროს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"