ძოლას ეპატიჟებიან

AutoSharing Option
„ვესტ ჰემის“ ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა შესაძლოა „ბირმინგემ სიტის“ მწვრთნელი გახდეს. ბირმინგემელები, რომელთაც მწვრთნელი, ალექს მაკლიში „ასტონ ვილაში“ გაექცათ, 44 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

საინტერესოა, რომ ბირმინგემელი „ლურჯების“ თავმჯდომარე პიტერ პენუმ ბოლო დღეებში კიდევ ერთ იტალიელთან, „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაც რობერტო დი მატეოსთან მოსინჯა ნიადაგი. დი მატეო 41 წლის არის.


გახსოვთ "ლიდს იუნაიტედი"?
„ლიდს იუნაიტედი“, რომელიც ოდესღაც გრგვინავდა, დღეს კი ჩემპიონშიპის მეშვიდე გუნდია, თავის დიდებისდროინდელ, ოღონდ მობერებულ ვარსკვლავებს, ალან სმიტს, ლი ბოიერს და ჯონათან ვუდგეიტს იბრუნებს. აღსანიშნავია, რომ სამივე თავისუფალია
და მათ „ელანდ როუდზე“ დაბრუნებაში პენიც კი არ იქნება გადასახდელი.

„როდესაც კარგი ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობა გეძლევა, მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვა“ - თქვა „ლიდსის“ მწვრთნელმა, საიმონ გრეისონმა.

30 წლის ალან სმიტი გასულ სეზონში „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა, 34 წლის ლი ბოიერი „ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელი იყო, ხოლო 31 წლის ჯონათან ვუდგეიტი „ტოტენჰემ ჰოთსფურისა“ გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული