ფორმა „ტოტენჰემს“ კვლავ „პუმამ“ შეუკერა. მოდრიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა სამი ვარიანტი წარმოადგინეს: საშინაო, სტუმრად ჩასაცმელი და მესამე ანუ სათადარიგო. ახალი ფორმის დიზაინი გაცილებით კლასიკურია. მაისურებზეც ახალი წარწერაა: Aurasma. ეს კპმპიუტერული პროგრამების კოპმანიის Autonomy-ს ახალი პროდუქტია. გეხსომებათ, გასულ სეზონში „ტოტენჰემს“
„დეზები“ თავიანთ ახალ ფორმას პირველად 13 აგვისტოს, „ევერტონთან“, პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩაიცვამენ, მაგრამ იქნება კი იმ დღეს მოდრიჩი მათი გუნდის წევრი? „ტოტენჰემის“ სატრანსფერო კოშმარს ისიც აგრძელებს, რომ უკრაინიდან კიევის „დინამომ“ ნიკო კრანჩარის ყიდვა მოიწადინა. 26 წლის კრანჩარი „უაით ჰართ ლეინიდან“ გაქცევაზეა. მას, გასულ სეზონში, ჰარი რედნაპი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდა. „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა კი თქვა:
„ჩვენ კრანჩარის შეძენა გვსურს და ლონდონელებთან მოლაპარაკებას ვაპირებთ. მართალია, ჯერ არც კლუბის წარმომადგენლებს შევხვედრივართ და არც თავად ფეხბურთელის აგენტებთან გვილაპარაკია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ყიდვა ჩვენს გეგმებში შედის. ჩვენ ისედაც ბევრი სასურველი ფეხბურთელი გავუშვით ხელიდან. იმიტომ კი არა, რომ მათი სამყოფი ფული არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მათ უმრავლესობას უკრაინის ჩემპიონატში თამაში არ სურდა. თუ კრანჩარი ამ საკითხზე დაფიქრდება და „დინამოში“ გადმოსვლის წინააღმდეგი არ იქნება, სიამოვნებით ვიყიდდით“.
შეგახსენებთ, რომ კრანჩარი „ტოტენჰემამდე“ რედნაპთან „პორტსმუთში“ თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"