დიახ, მეოთხედი საუკუნის წინ, მეხიკოს ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარადონამ ინგლისელებს პირველი გოლი ხელით გაუტანა. დღეს უკვე 50 წლის უოდლს ცხადად ახსოვს ის ბრაზი და აღშფოთება, თამაშის შემდეგ მათ გასახდელში რომ სუფევდა. ის იგონებს:
„გასაოცარია, მაგრამ 25 წლის მერეც ვფიქრობ, რა მოხდა იმ დღეს. მას მერე უამრავ ინგლისელ ფანს შევხვედრივარ. ისინი კვლავ მარადონაზე
თამაშის შემდეგ ჩვენს გასახდელში დიდი ბრაზი ტრიალებდა. ისევე, როგორც ყველა ინგლისელი, გაწბილებულები ვიყავით. მარადონამ კი იხელთა მომენტა და ყველამ კარგად ვიცით, რაც გააკეთა. ვიდეოტექნოლოგიები რომ ყოფილიყო, ყველა ნათლად დაინახავდა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ მაშინ კი არა, ვიდეოტექნოლოგიებს დღესაც ამაოდ ველოდებით“.
მართალია, ინგლისელი ფეხბურთელები მარადონას პირველ გოლს დღემდე უნამუსობად მიიჩნევენ, უოდლი აღფრთოვანებით ლაპარაკობს არგენტინელის მეორე გოლზე, რომელიც მათ კარში სამი წუთის შემდეგ გავიდა. უოდლი იმ მომენტში მოედნის კიდესთან იდგა და მოედანზე შესასვლელად ხურდებოდა. ის ამბობს:
„ეს იყო გენიალური გოლი. კინაღამ ტაში დავუკარი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“.
უოდლი მოედანზე თამაშის 64-ე წუთზე შევიდა და ინგლისელთა შეტევაში დიდი მონაწილეობა მიიღო. გარი ლინეკერმა ერთი საპასუხო გოლი მისი დახმარებით გაიტანა. უოდლი განაგრძობს:
„ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავდა. მწვრთნელი ბობი რობსონი იყო, და არც შემადგენლობაში გვაკლდა ვარსკვლავები. ძალიან კარგად ვიყავით მომზადებული და ვგრძნობდით, რომ ჩემპიონობაც შეგვეძლო, მაგრამ ყველაფერი ერთმა უსამართლობამ და ერთმა გენიალურმა ეპიზოდმა დააყენა ყირაზე. ინგლისში ძალიან ბევრი ადამიანი არასდროს აპატიებს მარადონას ხელით გატანილ გოლს. სამაგიეროდ, გარი ლინეკერი დარჩება მარადიულ გმირად. მან იმ შეხვედრაში არგენტინას გოლი გაუტანა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"